ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
geovino

GeoVino.de – ქართული ღვინოების და დელიკატესების ონლაინ კომერციის პლატფორმა

თქვენ გაიხარეთ მეგობრებო ისე მე რომ მიხარია ხოლმე როცა მსგავს ძალიან მაგარ რამეს აღმოვაჩენ. ამ რამოდენიმე დღის წინ გერმანიაში სტუმრად მყოფმა ჩვენებურმა ქალბატონმა – მანანა ამბროლაძემ იქვე დახლზე აღმოჩენილი ქართული პროდუქტების სურათებთან ერთად ერთი საინტერესო ვებსაიტის მისამართი მომაწოდა. რა თქმა უნდა მაშინვე ჩავუჯექი, დავათვალიერე, გერმანულის ჩემი ცოდნაც გამოვიყენე და ჰოი საოცრებავ …

თურმე ჰამბურგში უკვე 5 წელია არსებობს და ვითარდება ქართული ღვინოების და დელიკატესების ონლაინ კომერციის პლატფორმა – http://www.geovino.de/. რა თქმა უნდა მაშინვე მივწერე Fb გვერდზე რამოდენიმე შეკითხვა და kar.ge-ზე მოკლე სტატიის დაწერის სურვილი გავუზიარე. დღეს დილით თავად დამირეკა კომპანიის ხელმძღვანელმა, ქ-მა ირინა ცხვარაძემ. რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა, რაც მაინტერესებდა სრული ინფორმაცია მივიღე, რასაც გიზიარებთ კიდეც ამ მოკლე გაცნობით სტატიაში.

GeoVino.de-ს ისტორია ასეთია. ქ-მა ირინამ ჰამბურგში ღვინის სადეგუსტაციო მცირე ობიექტი მეუღლესთან ერთად ჯერ კიდევ 5 წლის წინ დააფუძნა. გათვლა იყო, რომ ადგილზე ჰქონოდათ ქართული ღვინო, დელიკატესები, მოეწყოთ დეგუსტაციები და სხვადასხვა სახის ღონისძიებები, თან ღვინის გაყიდვის ბიზნესიც აეწყოთ და თან კონტაქტებიც განევითარებინათ.

დროთა განმავლობაში საქმის განვითარებასთან ერთად გადაწყვიტეს ონლაინ კომერციის პლატფორმა გაეკეთებინათ. თავდაპირველად ქართული ღვინის შემკვეთებს პროდუქტს ფოსტით ჰამბურგის მასშტაბით აწვდიდნენ, მაგრამ შემდეგ ნელ-ნელა მთელს გერმანიას გადაწვდნენ, ეხლა კი ევროკავშირის მასშტაბით ახდენენ დამკვეთების მომარაგებას. როგორც წესი შეკვეთიდან 24 საათში ღვინო უკვე ადგილზე ჩადის, გააჩნია რა ადგილიდან მოდის შეკვეთა.

დღეს ჰამბურგში ერთი საყრდენი წერტილი აქვთ, სადაც ყველა პროდუქტი აქვთ დასაწყობებული და საიდანაც აგზავნიან ქართულ ღვინოებს ევროკავშირის მასშტაბით. ყველა სახის პროდუქციას თავად არჩევენ, პირადად ამოწმებენ და მხოლოდ ხარისხიანი ღვინოები მიაქვთ საქართველოდან. ურთიერთობენ მრავალ ქართველ მწარმოებელთან. ეწვიეთ ვებსაიტს და/ან FB გვერდს.

რა თქმა უნდა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც დავსახეთ. აღმოჩნდა, რომ 15 აგვისტოს მორიგი დეგუსტაცია აქვთ. ველი სურათებს რომ kar.ge-ზე ინფორმაცია მოგაწოდოთ 🙂