ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

54 საინტერესო ფოტო ტურიზმის გამოფენიდან (უმეტესობა იქ წარმოდგენილი პროდუქციის)

Georgian Tourism Fair 2019 დღეს დაიწყო და 3-5 მაისის პერიოდში ტარდება ექსპო ჯორჯიაში. მოცემული 54 ფოტო ვფიქრობ კარგად ასახავს იმ განწყობას, რაც ადგილზე დამხვდა. ვეცადე ყველა იმ პროდუქციისთვის გადამეღო სურათი, რაც იქ დამხვდა. Live ვიდეოც ჩავწერე.

https://www.facebook.com/karge.movement/videos/2065542210403675/

ტურიზმი ეროვნული სააგენტო, სხვადასხვა პროდუქციის მწარმოებლები, სასტუმროები, რესტორნები, სხვადასხვა მომსახურებების მიმწოდებლები … საინტერესო თავყრილობა იყო ნამდვილად.

ორი რამ უნდა ვთქვა:

1. ღიმილი დამაკლდა. სტენდზე წარმოდგენილი ადამიანების უმეტესობას სახეებზე დააკვირდით ფოტოებში …

2. ვისთვის ტარდება ეს ექსპო და რა მიზნით ვერ გავიგე … აქ ისეთი საზოგადოება და ორგანიზაციები იყო სტენდებთან, წესით და რიგით ალბათ უცხოელები უნდა ყოფილიყვნენ სტუმრად. უცხოელებს მე ერთსაც კი ვერ გადავუღე ფოტო (თუმცა იყვნენ 1-2). ეს ხალხი ერთმანეთისთვის იყვნენ მოსულები?