პირველად GENO-ს თრეილერი რომ ვნახე ძალიან მომეწონა …
მაშინვე შედგა kar.ge-ზე GENO-ს „დებიუტი“ …
შემდეგ კი GENO kickstarter-ს შეეჭიდა 12,000 $ მოსაპოვებლად …
თუმცა …
არასაკმარისი მხარდაჭერის გამო კამპანია ვერ შედგა …
ფული ვერ შეგროვდა, აი ცოდნა და გამოცდილება კიდაგროვდა …
GENO არ დანებდა …
ესესაა ახალი კამპანია დაიწყო Indiegogo-ზე …
სადაც GENO 7,500 $-ის შესაგროვებლად იბრძვის …
GENO – ეს არის პირველი ქართულ-უცხოური, კერძოდ ქართულ-გერმანული ანიმაციური კოპროდუქცია. პროექტი არის ქართული სტუდიის „ლირა ფროდაქშენ“ – ის ნაწარმი, რომელზედაც მუშაობა 2013 წელს რობერტ ბოშის ფონდისა (გერმანია) და საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ფინანსური მხარდაჭერით დაიწყო.
მოკლედ,
ამჯერადაც მე ჩემი მოკრძალებული 10$ ჩავდე და GENO-ს მე-6 მხარდამჭერი ვარ. საჭიროა 7,500 $. შეკრებილია 403 $. დრო ცოტაა. შეგიძლიათ დადოთ ნებისმიერი თანხა. თქვენც შეეწიეთ კარგ ქართულ საქმეს და მხარი დაუჭირეთ სტარტაპერებს. მიეცით მაგალითი სხვებს!
თანხის გადარიცხვა მარტივია და აქედან ხდება …
ხალხი, რომელიც არ ნებდება, განსაკუთრებით იმსახურებს მხარდაჭერას!