2015 წელს შემოვიდა Frixx ბაზარზე …
კი არ შემოვიდა, შემოიჭრა!
თან აგრესიული მარკეტინგით.
მეც, მას შემდეგ იმპორტული არ მიყიდია!
დღეს, 2 წლის შემდეგ Frixx დიდიან-პატარიანად ყველამ იცის …
ბოლოს როდის იყიდეთ ქართული ჩიპსი?
შეფუთვაზე თუ დააკვირდებით პირდაპირ არის მითითებული კარტოფილის მომყვანი ის ფერმერები, რომელთა მოსავალზეცაა დამზადებული Frixx. დასაფასებელი სვლაა კომპანიის მხრიდან!
ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:
…
რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?
ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/
სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.