2020 წლის 9 მარტს დაიწყო კამპანი #ძალაჩვენშია. მიზეზი? პანდემია! გამოწვევა, რომელიც ახალი იყო მსოფლიოსა და საქართველოსთვის ფრიად სერიოზული გამოდგა.
2020 წლის 9 მარტიდან დავიწყეთ და რამდენიმე ამოცანა დავისახეთ: 1) მოსახლეობის ინფორმირება იმის თაობაზე რაც იყო მნიშვნელოვანი, 2) მთავრობის ქმედებების შეფასებები, 3) ინფორმაციის შეკრება და რაც მთავარია … გაცილებით მეტი ინტენსივობით ვახდენდით ქართული ნაწარმის პოპულარიზებას. ყოველთვის შეიძლება მეტი გააკეთო ამ დროს, თუმცა რაც ჩვენ მოვახერხეთ ის უკვე არის საამაყო.
2020 წელს FB გვერდზე და kar.ge-ზე უშუალოდ დადებულ თითოეულ პოსტს გასდევს უმეტესწილად პოზიტიური ტონი. თუმცა, არც სიხისტეზე გვითქვამს უარო როცა საჭიროდ ჩავთვალეთ.
პოსტების / სტატიების ბმულებს აქ არ დავაკოპირებთ. ჩაათვალიერეთ 2020 წლის სტატიები და FB პოსტები.