გაფრთხილება:
არავითარ შემთხვევაში არ მოჭრათ ნაძვი ახალი წლისთვის!
არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ ცოცხალი ნაძვი ახალი წლისთვის!
რატომ?
იმიტომ!
უკვე მრაააავალი წელია ჩემს ოჯახში ასაწყობი ნაძვის ხე იშლება ყოველ ახალ წელს. ჰოდა ამ წელს ეს ორიგინალური საახალწლო სათამაშო შეემატება მას.
დღეს, 16 დეკემბერს, სტარტაპ მარკეტს ვესტუმრე ჩემს უმცროს გოგოსთან ერთად და (მისიის ფარგლებში რა თქმა უნდა) მისი შერჩევით ეს კონკრეტული საახალწლო სათამაშო ვიყიდე 5 ლარად. ლამაზიცაა და ორიგინალურიც. თან ქართული სტარტაპის – DOTS & DASHES -ის წარმოებულია.
ეს კი ჩემი დღევანდელი გამოწვევის ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?v=-BpANUg8mTw
…
რატომ 30 დღიანი გამოწვევა და რატომ სწორედ დეკემბერში?
ჩვენი მოტივაცია უმარტივესია: ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი, ვინაიდან როცა ვყიდულობთ ქართულს, ვასაქმებთ ადგილობრივს, ვავითარებთ ადგილობრივ ბიზნესს და ვაძლიერებთ ქვეყანას! გამოწვევის ფარგლებში კი ჩვენი მიზანია ვიყიდოთ ქართული ხარისხიანი ნაწარმი და ამ საქმეში ავიყოლიოთ ყველა! დეკემბერი კი არის თვე, როცა მარტო წინასაახალწლო სამზადისში მოსახლეობა 400 მილიონ ლარამდე თანხას ხარჯავს. გამოწვევის შესახებ სრული ინფორმაცია ნახეთ აქ: http://kar.ge/30day-challenge-2017/
სადაც არ უნდა იყოთ … ნუ დაელოდებით სანამ ვინმე გამოგიწვევთ … იყიდეთ 1 ლარზე მეტი ღირებულების ნებისმიერი ქართული ბრენდირებული ნაწარმი, ტელეფონით გადაიღეთ ორიგინალური ვიდეო და გამოიწვიეთ თქვენი 3 Facebook მეგობარი, ატვირთეთ ვიდეო საკუთარ Facebook პროფილზე და დათაგეთ გამოწვეული მეგობრები, რომელთაც მიეცით 24 საათი იგივეს გასაკეთებლად.