ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
პროდუქტის ფასი FB პოსტში

დავწეროთ თუ არა პროდუქტის ფასი FB პოსტში?

დავწეროთ თუ არა პროდუქტის ფასი FB პოსტში? ეს თემა ხშირად დგას ჩვენი – KAR.GE პლატფორმის ციფრული მარკეტინგის კლიენტების მხრიდან (მწარმოებლები), რომელთაც აინტერესებთ რა აჯობებს გაყიდვებისთვის. თემა დიდია და ხშირად წამოეჭრება ხოლმე ყველა მეწარმეს, რომელიც FB-ზე ყიდის.

საშიშროება ისააა, რომ ფასის ღიად დადება არ დადების შესახებ არასწორი გადაწყვეტილების შედეგი არის ჩავარდნილი პოსტი როგორც მინიმუმ. შედეგად კი გაყიდვების მიზნის ვერ მიღწევა.

ჩვენ ხომ ეს არ გვინდა?

მაშ, განავაგრძოთ …

დავწეროთ თუ არა პროდუქტის ფასი FB პოსტში?

როცა პროდუქტი სტანდარტიზებულია (ყველასთვის გასაგები, მომხმარებელთა უდიდესმა ნაწილმა იცის მისი რაობა), მაშინ უფრო გამართლებულია ფასის ღიად დაწერა. ადამიანი ამ დროს ერკვევა პროდუქტის რაობაში და ფასი იქვე უნდა მისცე, რომ სწრაფად გაიაზროს თემა (ანუ, უცებ მიხვდეს ფასის “სიკარგეს”) და მყისიერად შეგიკვეთოს. ღია ფასდადება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ფასდაკლების კამპანია გაქვს. ვერც კი წარმოიდგენთ რა შედეგები იდება ამ დროს, თუ პოსტი სწორადაა მომზადებული.

მაგრამ როცა პროდუქტი არასტანდარტულია და/ან ახალია და ადამიანთა დიდმა ნაწილმა იგი არ იცის, ან მასში ვერ ერკვევა, მაშინ ფასის ღიად დაწერა რისკია. ბევრი ვერ გაიგებს და მიიღებთ ბევრ “უსაქმურ” კომენტარს. ან შეიძლება დაწერო, ოღონდ თან კიდევ აღწერა უნდა მიაყოლო (უნდა გაანათლო მომხმარებელი).

მაგალითად,

თუ მთავაზობ წაბლის თაფლს 350 მილილიტრიან ქილაში (0,5 კგ) და აფასებ 25 ლარს, ფასის დაწერა რისკია. თუ მომხმარებელი ფასს დავინახავ, უცებ მივხვდები რომ მაბოლებ, ვინაიდან კგ 50 ლ გამოდის. ამიტომაც არ დაწერ ფასს იმ იმედით, რომ PM-ში შეგეხმიანებიან და მერე აუხსნი. მაგრამ თუ ფასდაკლების კამპანია გაქვს და მყიდველამდე გზავნილი სწრაფად გინდა დაიყვანო, ფასს იტყვი 12 ლარს, უცებ მივხვდები რომ რეალური ფასია კგ-ზე 24 ლარი. და მსურველი ეგრევე შეგიკვეთს.

მეორე მაგალითი,

როცა მთავაზობ დეკორატიულ სანთელს, რომელსაც ფოტოდან ვერ ვხვდები რა ზომისაა, რა წონისაა, რამდენი ხანი იწვის, როგორ სუნს გამოყოფს, რა შრომა უნდა მის მომზადებას, რა ინგრედიენტებია გამოყენებული და ა.შ., ეს არასტანდარტული პროდუქტია და ის მე არ ვიცი (99,99 % არ იცის). ამიტომ ფოტო და ფასი კი არ უნდა მითხრა მხოლოდ, არამედ უნდა გამანათლო კიდეც ყველა ამ დეტალური ინფორმაციით და ფასი აუცილებლად უნდა დაწერო, ვინაიდან ფასით “ცელავ” არამყიდველებს, იმადროულად კი ინფორმაციით ანათლებ პოტენციურ მყიდველებს.

ცხადია თემა ასე მარტივი არ არის

ყველა სიტუაცია ინდივიდუალურია და მხოლოდ გაყიდვებში გამოცდილ ადამიანს შეუძლია გითხრას მეტი ალბათობით, თუ რა სჯობს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში.

თუ თქვენი მიზანი არის FB პოსტი ატივტივოთ, მაშინ პოსტერზე და თიზერში არ ჩასვამ ფასს, მომხმარებლები დაგისვამენ შეკითხვებს კომენტრის სახით და ასე მიიღებ მეტ Reach & Engagement (ესეც ლეგიტიმური მიზანია).

მე როგორ მოვიქცეოდი?

დავტესტავდი ერთსად, მეორესაც, ყველა შესაძლო ვარიანტსაც …

გავაანალიზებდი შედეგებს (მუდმივ რეჟიმში) …

და ავარჩევდი შემდეგ სვლას მიზნის შესაბამისად …

ცხადია იგულისხმება, რომ უნდა იცოდეთ სწორად როგორ “გაისროლოთ”, შედეგები როგორ გაანალიზოთ და ინფორმირებული არჩევანი როგორ გააკეთოთ.