ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
დეგუსტაციაზე დასწრება/შესწრება შესანიშნავი შესაძლებლობაა უკეთ გავიცნოთ პროდუქცია ჩვენც და თქვენც. ამიტომაც 2019 წლის 24 მაისს ეს ვიდეოც გავაკეთეთ, სუპერმარკეტ GL-ში, ვარკეთილში, სადაც „გერმანელი ყასაბი“-ს პროდუქციის დეგუსტაცია შედგა. დანარჩენი ვიდეოში.
ვისაც უშუალოდ საწარმო გაინტერესებთ აი ისიც … ეს ჩანაწერი 2018 წლის მაისში გავაკეთეთ „გერმანელი ყასაბის“ საწარმოში. თქვენი თვალით ნახეთ ამ უწყვეტ ვიდეოში ყველაფერი.
🏭 დღეს ხორცპროდუქტების საწარმოში ვართ ️🎉️🎉️🎉ეს "გერმანელი ყასაბი"-ს წარმოებაა და აქ უგემრიელესი ნაწარმი მზადდება. ებერბახი გაგისინჯავთ?ISO:22000 სერტიფიცირებული შპს "გერმანელი ყასაბი 2010" ქართველი და უცხოელი ტექნოლოგების მიერ 2010 წელს დაარსებული კომპანიაა, რომელიც 20-ზე მეტი დასახელების 100%-ით ნატურალური უმაღლესი ხარისხის ხორცპროდუქტებით ამარაგებს მთელს საქართველოს. დღეს ვეწვიეთ წარმოებას. კი მართალია FB Live ვერ ჩავწერეთ ინტერნეტ შეერთების სირთულეების გამო, სამაგიეროდ ეს უწყვეტი ვიდეო გადავიღეთ :)ნუ დაიშურებთ კომენტარებს :)#ესპროდუქციაჩვენია#ქართულიადაკარგია