ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #5 – თათარა – ჩურჩხელას ნამდვილი ალტერნატივა

დღე #5 – თათარა – ჩურჩხელას ნამდვილი ალტერნატივა

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს …

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია აგორდა …

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

თათარა

მეხუთე დღისთვის თათარა მოვიმარაგე. ეს არის 100% ნატურალური პროდუქტი, რომელიც პრინციპში იგივეა რაც ჩურჩხელა, ოღონდ ფორმა აქვს სხვა. სულ 30 ცალია ამ შეფუთვაში. თითოეულში არის მოხალული თხილი, რომელიც ბადაგშია ამოვლებული. 3 ლარი ღირს რასაც ხედავთ. 6 სხვადასხვა სახელობისაა, მათ შორის განსხვავება კი შიგთავსია … ზოგს გულში თხილი აქვს, ზოგს ნუში, ზოგს, ქიშმიში და ა.შ. არის 10 ლარიანი შეფუთვით – ასორტი, რომელიც 1- ლარად იყიდება. სულ მალე პროდქუტი კარფურის ქსელშიც გამოჩნდება.

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.