ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #3 – ნაგემის უგემრიელესი იმერული ყველი ვაკუუმში … შევიძინე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე რედისონში

დღე #3 – ნაგემის უგემრიელესი იმერული ყველი ვაკუუმში … შევიძინე საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვაზე რედისონში

უღრმესი მადლობა თითოეულ თქვენგანს …
დიდი ტალღა ის აგორება დაიწყო …
#30დღიანიგამოწვევა, #ძალაერთობაშია ძალებს იკრებს …

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!

 

დღეს მესამე დღეა …

დილიდან რედისონში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას ვესტუმრე და რამოდენიმე უმაგრესი პროდუტი შევიძინე. ზოგი გამოწვევისთვის, ზოგიც კი ჩემი ბავშვებისათვის.

 

ნაგემის იმერული ყველი ვაკუუმში

ეს ყველი არის ნამდვილი სასწაული. ალბათ 400 გრამამდე იქნება. 5 ლარი გადავიხადე. იქვე იყიდებოდა ბრენდი პლანტას უგემრიელესი კიტრი და იქვე იყო დეგუსტაციაც. სამწუხაროდ ფოტო იდეალური არ გამოვიდა, ჩაბნელებული სიტუაცია იყო ნამეტანი.

 

ნაგემი

ნაგემი არის საქართველოს სათბურის კორპორაციის ბრენდი, რომლის სახელითაც რძის ნაწარმი იყიდება ბაზარზე. რამდენადაც ვიცი კარფურში იყიდება ნაგემის სულგუნი და იმერული ყველი.

აი უმაღლესი ხარისხის ყველი, სულგუნი და რძის პროდუქტები, რომლებიც საქართველოში იწარმოება.

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.