ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #19 – დაკონსერვებული ღორის ხორცის მოთუშული, ABD Georgia

დღე #19 – დაკონსერვებული ღორის ხორცის მოთუშული, ABD Georgia

ჭოველიძის 25-ში აღმოვაჩინე ABD Georgia-ს ბრენდული მაღაზია …

ნაწარმი ბევრი არ ელაგა, მაგრამ გამაკვირვა ერთმა ფაქტმა …

რამოდენიმე ადამიანი შემოვიდა, რომელიც კონკრეტული პროდუქტის „რიგში ჩაეწერა“ …

სახელი ვერ დავიმახსოვრე რა იკითხეს, მაგრამ გამყიდველმა უთხრა არ გვაქვო და რამოდენიმე დღეში რომ გვექნება დაგიკავშირდებითო …

ამან სერიოზულად ჩამაფიქრა …

შემდეგ კი ეს კონკრეტული ნაწარმი ავარჩიე …

მსგავსი მეორე არ მინახავს …

ღორის ხორცის მოთუშული!

გემო აააააქვს …. თითებს ჩაიკვნეტ!!!

ბრენდული ობიექტების სია არ მაქვს [რამოდენიმე მცირე ბრენდული ობიექტი აქვს კომპანიას თბილისში], მაგრამ აი ABD Georgia-ს Facebook გვერდი. ფაქტია, რომ ობიექტში 95% ქართული ნაწარმი იყიდება.

 

ინფორმაციისათვის:

#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია მოძრაობა KAR.GE-ს ინიციატივაა, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება. დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

იყიდე ნებისმიერი ქართული წარმოების ბრენდირებული ნაწარმი 1-30 დეკემბერის პერიოდში და გამოიწვიე შენი 3 Facebook მეგობარი. ყიდულობ ქართულს? გადახდილი ფულით ხელფასს უხდი საქართველოს მოქალაქეს, აძლიერებ ქართულ ბიზნესს და აძლიერებ საქართველოს!

გამოწვეულთ გაქვთ 24 საათი იმისათვის, რომ იყიდოთ საქართველოში წარმოებული ნებისმიერი ბრენდირებული ნაწარმი, გადაუღოთ სურათი, გამოაქვეყნოთ ფოტო თქვენს Facebook პროფილში და გამოიწვიოთ თქვენი 3 Facebook მეგობარი ამ ქართულ საქმეში!