ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > პროდუქცია > დღე #1 – ბოლნისის ქვევრის რქაწითელი, ოღონდ გაუფილტრავი და თან ბოთლში ჩამოსხმული

დღე #1 – ბოლნისის ქვევრის რქაწითელი, ოღონდ გაუფილტრავი და თან ბოთლში ჩამოსხმული

დღეს დიდი დღეა …
#30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია იწყება  [ გამოწვევის ანონსი ]…
მიზანი: საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზება, ოღონდ არა სიტყვით, არამედ საქმით … ანუ ყიდვით, ფოტოს Facebook-ზე გამოქვეყნებით და მინიმუმ 3 მეგობრის გამოწვევით, რომელთაც 24 საათში უნდა გააკეთონ იგივე …

და აი ჩემი პირველი სვლაც …
დღეს ვეწვიე ექსპო ჯორჯიას, სადაც სოფლის მეურნეობის გამოფენა მიმდინარეობს …
და იქ ვიყიდე ეს უმაგრესი ღვინო 20 ლარად …
ბოლნისის ქვევრის რქაწითელი, ოღონდ გაუფილტრავი და თან ბოთლში ჩამოსხმული …
ქვითარს ვერ წარმოგიდგენთ, მაგრამ მერწმუნეთ ვიყიდე და ამაზე მთელი ისტორია შეიძლება მოჰყვე 🙂

ცოტაოდენი ინფორმაცია მწარმოებლის და ბრენდის შესახებ …

შპს “CCBG – ბოლნისი 2015” მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ქ. ბოლნისში. აქ ვაზი ფერდობზეა გაშენებული ზღვის დონიდან 570 მეტრზე და მზეც გარკვეული კუთხით ხვდება. ეს ფაქტორები ადგილზე ისეთ უნიკალურ მიკროკლიმატს ქმნის, რომელიც მიწის მახასიათებლებთან ერთად განსხვავებული გემოვნების და შაქრიანობის რქაწითელის მოყვანას განაპირობებს. ბოლნისის რქაწითელის მსგავსი რქაწითელი არსად მთელს კახეთში არ მოიპოვება. ყურძენი ძმების – ბნ. გურამ ავქოფაშვილის და ბნ. გიორგი ჭყონიას საკუთარ ვენახშია მოწეული. კომპანიას მყარად აქვს აღებული ბიო ღვინის წარმოების მიმართულება, რის გამოც ვენახს განსაკუთრებული რუდუნებით უფრთხილდებიან.

ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი მზადდება ქართული ტრადიციული მეთოდით ქვევრში. მაცერაციის პერიოდი 6 თვეა. 2015 წლის მოსავალი წარმოებულია 1000 ბოთლი 0,75 ლ. ღვინო არის გაუფილტრავი. კომპანიამ ბოლნისის ქვევრის რქაწითელი მშრალი, გაუფილტრავი ბოთლში პირველად 2016 წლის გაზაფხულზე ჩამოასხა და უკვე ორ ფესტივალზე მისცა ღვინის მოყვარულებს მისი დაგემოვნების საშუალება. ახალი ღვინის ფესტივალზე 2016 წლის 14 მაისს ღვინომ დიდი მოწონება დაიმსახურა, WineExpo 2016-ზე კი 2016 წლის 3-5 ივნისს ვერცხლის მედალი და 6 უცხოელი ღვინის მაგისტრის აღიარება მოიპოვა. 1 წლის კომპანიისთვის, რომელმაც პირველი ღვინო აწარმოა პირველივე წელს ასეთი აღიარება უკვე მეტად საამაყო ფაქტია.

იყიდება შემდეგ მისამართებზე:

თბილისი:
ღვინის მაღაზია ვინომანია, კ. აფხაზის 5/7
ღვინის მაღაზია #1, ჯ. აფხაზის 45
ღვინის ოთახი, ჭოველიძის 39

ბათუმი:
ღვინის ოთახი, ზ. გამსახურდიას 9
ვინომანია, დუმბაძის 7