ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

გილოცავთ! დავით ქირია მესამედ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. გუნდის მაისურზე რა აწერია? #იყიდექართული

მოძრაობა KAR.GE მთელი გულით და სულით ულოცავს კიკბოქსიორ დავით ქირიას მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მესამედ მოპოვებას. Kunlun Fight-ის დაძაბული ფინალური შეჯიბრი ჩინეთში, შანხაიში 24 თებერვალს გაიმართა. დავითმა ფინალში მაროკოელი მარუან თუთოჰი ხუთ რაუნდში დაამარცხა.

ეს უდიდესი გამარჯვება ჩვენთვის იმითაცაა ფასეული, რომ გუნდის წევრების ოფიციალურ მაისურს ჩვენთვის – მოძრაობა KAR.GE-სათვის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ამშვენებს – #იყიდექართული.

New Kun Lun World Champion Davit Kiria ? ? ☝️ ??

Posted by Fight Hop Georgia on კვირა, 24 თებერვალი, 2019

დავითი ყოველთვის ახერხებს იმას, რომ ჩინეთში, მებრძოლთა უმსხვილეს წრეში წარმოაჩინოს თავისი, ქართული. იგი პირველი იყო, ვინც რინგზე ჩოხით დაიწყო გასვლა. დავითი ასევე პირველია, რომელმაც გუნდის ოფიციალურ მაისურზე პირველად დაიტანა ქართული პროდუქციის თითოეული გულშემატკივრისათვის ფასეული ფრაზა – #იყიდექართული!

იხილეთ დავითის ემოციური მიმართვა, რომელიც რინგიდან ახლად ჩამოსულმა გააკეთა

მიულოცეთ 3 გზის მსოფლიო ჩემპიონს :)გ ა ა ზ ი ა რ ე თ ?????????გილოცავ Davit Kiria, Davit Kiria – დავით ქირია ???PSმაისურს დააკვირდით რა აწერია :)#იყიდექართული

Posted by ტარიელ ზივზივაძე on კვირა, 24 თებერვალი, 2019

მადლობა დავით ყველაფრისათვის!