ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

KAR.GE

შეჯამება: 2016 წლის დეკემბერის #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია

2016 წლის 1-30 დეკემბრის პერიოდში მოძრაობა KAR.GE-ს ორგანიზებით და ათასობით  ადამიანის ჩართულობით ჩატარდა რიგით მეხუთე #30დღიანიგამოწვევა #ძალაერთობაშია. მიზანი: ქართული ხარისხიანი პროდუქციის პოპულარიზება. 23 ნოემბერს დაანონსებულმა გამოწვევამ იმდენად დიდი ტალღა ააგორა, რომ 26 დეკემბერს საქართველოში წარმოებული პროდუქცია თვით საქართველოს პრეზიდენტმაც კი იყიდა საჯაროდ.   რა სქემით ჩატარდა გამოწვევა? 2014 წლიდან ჩატარებული 4 ანალოგიური 30 დღიანი გამოწვევის გამოცდილების საფუძველზე  [პირველი, მეორე, მესამე, …

განაგრძე კითხვა »

ახალი წლის KAR.GE მოლოცვა პრეზიდენტის სასახლიდან

უბრალოდ მეამაყება, რომ ახალი წლის მილოცვის შესაძლებლობა წელს პრეზიდენტის სასახლიდან მომეცა. იქ 30 დეკემბერს ჩვენი მიწვევით მოძრაობა KAR.GE-ს საქმიანობას და თითოეული თქვენგანის მხარდაჭერას გაესვა ხაზი! რას გისურვებთ 2017-ში ტარიელ ზივზივაძე და მოძრაობა KAR.GE? პირველ რიგში რა თქმა უნდა მეტი და მეტი საქართველოს მოქალაქის გამოფხიზლებას და მათ მიერ გააზრებულ შესყიდვას … რა თქმა უნდა ქართული ნაწარმის სასარგებლოდ! ხელში რა მიჭირავს? საჩუქარი …

განაგრძე კითხვა »

30 დეკემბერი, 2016: მოძრაობა KAR.GE სტუმრად საქართველოს პრეზიდენტთან

2016 წლის 26 დეკემბერს საქართველოში ისტორიული ფაქტი მოხდა … საქართველოს პრეზიდენტმა ღიად იყიდა ქართული ნაწარმი … ჟურნალისტების თანხლებით … და ფაქტი მასიურად გაშუქდა მედიაში … სწორედ ამ ფაქტის და მისი გამოხმაურების დამსახურებაა, რომ 30 დეკემბრის საღამოს პრეზიდენტის სასახლეში მიგვიწვიეს რამოდენიმე თანამოაზრე. თან წავიღე და პრეზიდენტს გადავეცი სპეციალურად მისთვის მომზადებული სერტიფიკატი – ჩარჩოში ჩასმული სტიკერი [ქართულად ყოფილა საკრობი] „მე ვყიდულობ ქართულს“ …

განაგრძე კითხვა »

ღია ლექცია ალმა მატერში: რატომ ვყიდულობ ქართულს? რაციონალური დასაბუთება!

ჩვენი გზავნილი ასეთია: როცა ყიდულობ ქართულს ასაქმებ ადგილობრივ მოქალაქეს, ავითარებ ადგილობრივ ბიზნესს და აძლიერებ სახელმწიფოს. ნეტა როგორ ხდება ეს ყველაფერი? თვის დასაწყისში დავგეგმეთ ეს ღია ლექცია ალმა მატერში … ყოველგვარი ზედმეტი პრეზენტაციების და ა.შ. გარეშე მხოლოდ რამოდენიმე ფერის მარკერი და თეთრი დაფა იყო საჭირო მარტივი ჭეშმარიტების ასახსნელად თუ რა რაციონალური დასაბუთება დევს ქართულის ყიდვის უკან. თუმცა აქ არ გავჩერებულვართ … ბევრ …

განაგრძე კითხვა »

29 დეკემბერს, 15:00-18:00, დიღმის გუდვილში გელოდებით

შარშან ამ დროს დავაანონსე და მომდევნო დღესვე ჩავერთე ერთ ძალიან ლამაზ საქველმოქმედო ღონისძიებაში, რომელმაც 2015 წლის დეკემბერის 30 დღიანი გამოწვევა დიდებულად დააგვირგვინა. ტრადიცია წელსაც გრძელდება. ამჯერად იდეა ნინუცა კახნიაურს ეკუთვნის. დავდექით ერთად და გვინდა ერთი კარგი საქმეც გავაკეთოთ. საერთო საქმეს ძალიან წაადგება, თუ შემოგვიერთდებით. მოკლედ, 29 დეკემბერს, 15-დან 18 საათამდე, დიდი დიღმის Goodwill-ში 2030-ისა და მოძრაობა KAR.GE-ს ერთობლივი საქველმოქმედო აქცია გაიმართება, რომლის …

განაგრძე კითხვა »

არც გვახსენებენ … არადა აქცია, რომელშიც პრეზიდენტი ჩაერთო მოძრაობა KAR.GE-მ ააგორა

ეხლახან დავბრუნდი ახლადგახსნილი აგროჰაბიდან … შესანიშნავი ობიექტი გაიხსნა გელოვანზე … ბევრი რამ ქართული იყიდება იქ … 30 დღიანი გამოწვევისთვის აგროჰაბის მიერ წარმოებული მაწონი ვიყიდე … სტატიის დაწერის დაწყებას ვაპირებდი, რომ ეს ვნახე … და სახტად დავრჩი … საქართველოს პრეზიდენტი, ბნ. გიორგი მარგველაშვილი ორ აქციაში ჩაერთო … ერთის მხრივ ამ FB პოსტში განაცხადის მიხედვით იგი გოგა ჩანადირის აქციაში ერთვება და ქართულ …

განაგრძე კითხვა »

ასეთი სტიკერი გინდათ მანქანისათვის / მობილურისთვის / ლეპტოპისათვის?

ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა იდეა გაჟღერებისთანავე ბომბივით გავარდა … ჩვენც ვიშრომეთ, რჩევები გავიზიარეთ და დავხვეწეთ დიზაინი … უკვე იბეჭდება ორი ვარიანტი: 1) 300 ცალი 15 სმ დიამეტრის წრე მანქანების კაპოტზე ან შუშაზე მისაკრავად 2) 200 ცალი 4 სმ დიამეტრის წრე ლეპტოპისთვის, ტელეფონისთვის და ა.შ. მცირე ნივთებისათვის   სად და როდის მიიღებთ სტიკერებს? მხოლოდ 23 და 24 დეკემბერს … მხოლოდ …

განაგრძე კითხვა »

23-24 დეკემბერის ფესტივალის ანონსი ბიზნესკონტაქტში

უღრმესი მადლობა ბნ. სანდრო ვეფხვაძეს და ბიზნესკონტაქტის მთელ გუნდს მხარდაჭერისათვის. სტუდიაში წამყვანთან ერთად ქართულ და კარგ თემაზე ვსაუბრობდით სს ივერიას დირექტორი, ბნ. დავით სილაგავა, შპს „ემსიბი ჯორჯია“-ს დირექტორი, ბნ. სანდრო რატიშვილი და მე, ტარიელ ზივზივაძე. ერთი სიტყვით, 2016 წლის 23-24 დეკემბერს მოძრაობა KAR.GE და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლას ორგანიზებით წინასაახალწლო ორდღიანი დღესასწაული – „ახალი ქართული პროდუქციის ფესტივალი 2016“ ჩატარდება. …

განაგრძე კითხვა »

ეს ქართულია? ხალხი ითხოვს ქართულს და აი 17 ფოტოდასტური!!!

ფილმი “გლადიატორი” მახსენდება … სადაც სენატორი ამბობს, რომ რომის გული კოლიზეუმის სილაა და არა სენატის მარმარილოო … ჰოდა ერთ რამეს გეტყვით: ქართული ეკონომიკის პულსი ბაზარში სცემს და არა ჰიპერ/სუპერ/უბნის მარკეტის დახლზე … ან პარლამენტში … ან სადმე სხვაგან. ქართული „კოლიზეუმის სილა“ კი რეალიზმით გამოირჩევა … მკაცრი რეალიზმით … და იქ დანახული/გაგონილი/შეგრძნებული ბევრს ნიშნავს … სადაც ქარტოფილის გამყიდველთან 2 წუთის განმავლობაში …

განაგრძე კითხვა »

2016-11-29 ქართული და უცხოური წვენების #1 უპრეცედენტო ბრმა დეგუსტაციის შეჯამება

2016 წლის 29 ნოემბერს სასტუმრო Holiday Inn-ში ქართული და უცხოური წვენების უპრეცედენტო მასშტაბის ბრმა დეგუსტაცია შედგა. ბრმა დეგუსტაციის ორგანიზატორი იყო მოძრაობა KAR.GE – http://kar.ge . პარტნიორები კი საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია – http://horeka.ge და ხარისხის ლაბორატორია – http://qlab.ge. 6 არომატის [ატამი, ალუბალი, ვაშლი, ბროწეული, ფორთოხალი, მულტიფრუქტი] 8 ბრენდის [ბრავო, კამპა, მია სემია, რაუხი, სადაჩოკი, სანდორა, სანტალი, ჩვენი] 29 დასახელების …

განაგრძე კითხვა »