ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > მსოფლიო გამოცდილება > BUY AMERICAN & HIRE AMERICAN – აცხადებს ვინ?

BUY AMERICAN & HIRE AMERICAN – აცხადებს ვინ?

პოსტერს დახედეთ …
ეს სულ ერთი თვის წინ გამოჩნდა ახლადარჩეული პრეზიდენტის ინსტაგრამზე
ზოგიერთი მედია აცხადებს რომ ეს ბლეფია, რომ მთელი წინასაარჩევნო ატრიბუტიკა, მათ შორის ეს კეპიც ჩინეთშია დამზადებული …
მაგრამ
ვისაც რა უნდა ის თქვას …
ტრამპმა კი არჩევნები მოიგო …
და მოიგო სწორედ ამ იდეებით …
ხვდებით ხომ რა ძალაა ხალხში თუ მას „სწორად გამოაღვიძებ“?

იმ ერთი თვის წინ ჩემმა მეგობარმა, რომელმაც ეს ფოტო გამიზიარე იქვე FB-ში მიმიწერა „როგორი თანამოაზრე გყოლიაო“ 🙂

დღეს კი ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია შედგა …
გამოსვლა იყო ფრიად მწვავე …
და იგივე პათოსის …

ამჯერად სხვა მეგობარმა მომწერა sms …
“tariel, shen stilshia presidenti Trump”