ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმის შეკვეთა

ბიზნეს გეგმის შეკვეთა | 7 პრაქტიკული რჩევა

თუ საინტერესო იდეა გაქვს, პარტნიორის/ინვესტორის პოვნის შანსიც გაგიჩნდა, მაგრამ პროექტის დაწერა თვითონ არ შეგიძლია, სხვა გზა არ გაქვს … ბიზნეს გეგმის დასაწერად უნდა მიმართო პროფესიონალს. მაგრამ, ის თუ იცი ბიზნეს გეგმის შეკვეთა როგორ გააკეთო სწორად?

ვინმეს თუ ბრმად ენდობი, ან გამართლების იმედზე იქნები და სათანადოდ არ შეისწავლი ვისთან იჭერ საქმეს, ან პროცესი არასწორად წარიმართება, შედეგად მიიღებ უსარგებლო ქაღალდების გროვას!

სწორედ ამიტომ საჭირო იცოდე როგორ გამოავლინო საქმის რეალური პროფესიონალი თავიდანვე, როგორ იმუშავო მასთან და როგორ მიიღო პროცესისაგან მაქსიმუმი.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

დავიწყოთ …

1. დააკვირდი როგორ მოძებნი შემსრულებელს

რა აზრი მოგდის თავში? ნაცნობებში გაკითხვა ხომ? ზარი ახლობელთან ?

კი ბატონო, ნაცნობებში, მეგობრებში, პარტნიორებში მოძიება ერთ-ერთი რეალური გზაა …

კიდევ?

09 ან 08 -ში ხომ არ დაგერეკა? იცით ვის გირჩევენ?

ვისაც “პოზიცია” აქვს ნაყიდი …

ეს რას ნიშნავს? საინფორმაციოებში აქვთ ასეთი სისტემა: როცა ვინმე კითხულობს კონკრეტულ თემას, გადაიხდი და დავუშვათ ჩემი კომპანია იქნება პირველი რომელსაც ურჩევენ …

მე არ ვიყენებ ამ მომსახურებას. ჩემი დამკვეთი იქ არ დარეკავს …

რა შეიძლება სხვა?

იკითხე საკუთარ FB პროფილზე …

კარგი საშუალებაა სხვათა შორის …

შეიძლება მეგობრებიდან ვინმემ იცოდეს და გზაზე დაგაყენოს …

ან

Google ან Facebook-ში ძებნა

დაძებნე ტერმინით „ბიზნეს გეგმის დაწერა“, ან „ბიზნეს გეგმის შედგენა“, ან „ბიზნეს გეგმა“, ან თუ წარმოების გაკეთებას გეგმავ, “აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა“, ან “ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი” თუ ფასების გაგება გინდა.

ოღონდ როგორც არ უნდა დაძებნო გუგლში, პირველი 2 გვერდი ნახე (ესეც იმიტომ, რომ სპეციფიკური თემაა).

იმის იქით არ გინდა წასვლა …

არის რა თქმა უნდა სხვა საშუალებები, მაგრამ მე მათ პირადად არ მივმართავდი …

2. ბიზნეს გეგმის შეკვეთა სანამ მოხდება, შეისწავლე ვისთან გაქვს საქმე

დავუშვათ ვინმე გირჩიეს, ან აღმოაჩინე თვითონ …

სანამ დაურეკავ მოიძიე ვინაა და რას წარმოადგენს …

კომპანიაა? ინდივიდია? მნიშვნელობა არ აქვს …

დაძებნე ინტერნეტში მის შესახებ ინფორმაცია …

ვინც გირჩია დაეკითხე მას …

მთავარია დარწმუნდე, რომ ამ ადამიანს აქვს ცოდნა, ანუ ესმის თემა …

უნდა ჰქონდეს გამოცდილება, ანუ გაარკვიე რა გაუკეთებია, რა პროექტები შეუსრულებია  … რა უნარები აქვს, თუ მისი მონაწილეობით რამე ვიდეო ნახე ინტერნეტში მთლად უკეთესი …

გაარკვიე რას წერს თავის FB პროფილზე [თუ ადამიანია] …

როგორ წერს, როგორ აყალიბებს აზრს …

დააკვირდი ორგანიზაციის ვებსაიტს და FB გვერდს …

მე პირადად მაქვს აქტიური FB გვერდი – ბიზნეს გეგმა, LinkedIn გვერდი – ბიზნეს გეგმის დაწერა, Facebook პროფილიც ღია მაქვს და ღიად ვწერ სტატიებს ამ თემაზე.

როცა ამათ ადამიანი ნახავს, რწმუნდება, რომ რაღაც მესმის ამ სფეროში.

3. დააკვირდი ერკვევა თუ არა შემსრულებელი უშუალოდ შენს თემაში

კრიტიკულად მნიშვნელოვანია ესმის თუ არა შემსრულებელს თემა, შენი თემა.

ვგულისხმობთ შემდეგს: თუ თქვენი ბიზნეს იდეა არის სამედიცინო პრეპარატის წარმოების თემაზე, შემსრულებელს უნდა ესმოდეს რამოდენიმე სფერო … წარმოება + ფარმაცია + აფთიაქების სისტემა და ა.შ. პირველივე შეხვედრა იქნება ის თუ ტელეფონზე კომუნიკაცია, ეს უნდა გაარკვიო.

მან თუ თემა არ იცის, ეს უკვე რისკია. ამ შემთხვევაში დარწმუნდი, რომ სწრაფად აითვისებს აუცილებელ საფუძვლებს.

თუ იმ თემაზე ბიზნეს გეგმა უკვე გაუკეთებია, მთლად უკეთესი …

შეიძლება ადამიანი არ იყოს “გენიოსი”, მაგრამ მინიმუმ, რაც უნდა დაინახო შემსრულებელში არის გახსნილობა, რომ ისწავლოს სწრაფად.

ჩახლართული სიტუაცია წარმოუდგინეთ და დააკვირდით როგორ „დაალაგებს მას“ გასაგებ ენაზე. ამით ბევრს მიხვდები.

4. იკითხე საქმის შესრულების ვადა, ფასი და გადახდის სისტემა

ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს. მთავარი ისაა, რომ ჩემთან მაგალითად ფასი გაცილებით იმაზე ნაკლებია, ვიდრე შედეგი ღირს.

თუ თქვენს მიერ მოძებნილი ადამიანი პროფესიონალია, მოკლე საუბრის შემდეგ გაერკვევა საკითხში და გეტყვის თავისი მომსახურების დროს და ფასს.

არანაკლებ მნიშვნელოვანია გადახდის სისტემა. პროფესიონალი თანხის მინიმუმ ნახევარს დასაწყისში მოითხოვს. მეორე ნახევარს კი შედეგის ჩაბარებამდე.

შეიძლება გადახდის 3 ეტაპიანი სისტემა მოითხოვოს თუ მნიშვნელოვან თანხაზეა საუბარი. შეიძლება თავიდანვე მოითხოვოს მთლიანად.

არაპროფესიონალიზმის ეტალონი იქნება მთლიანად ბოლოში მოგცეთ გადახდის უფლება.

მე პირადად მსხვილ თემებში 2 ეტაპიან სისტემას ვთავაზობ: ნახევარი თავში, მეორე ნახევარი კი შუაში, პროექტის ჩაბარებამდე … ეს მაშინ, როცა პროექტის მომზადება ძვირი ჯდება.

100 % წინასწარ ვითხოვ გადახდას თუ მცირე ბიუჯეტიანი პროექტია და რამდენიმე დღეში კეთდება. ეს 1000 ლარამდე ღირებულების ბიზნეს გეგმებზე ვრცელდება.

გადახდის 3 ეტაპიანი სისტემაც მაქვს, როცა საქმე სპეციფიკურია და ჯამში 8-10 ათასი ლარი და მეტი ჯდება.

5. დააკვირდი შემსრულებელი რის გარანტიას გაძლევთ

შემსრულებელი გარანტიას გაძლევთ, რომ თქვენ დაფინანსებას მოიპოვებთ?

ე.ი. იტყუება!!!

ერთადერთი გარანტია, რასაც მე ვპირდები, რასაც ვინმე შეიძლება დაპირდეს და რეალურად გააკეთოს არის შემდეგი: რომ ბიზნეს გეგმა იქნება უმაღლეს დონეზე გაკეთებული.

დაფინანსების გარანტიის თემაზე ერთი კარგი სტატია დავწერე და შეგიძლიათ იგი წაკითხოთ (ბმული).

მე ხომ არ ვიცი სად წარადგენს ადამიანი ამ პროექტს და როგორ „დაიცავს“ მას ინვესტორების წინაშე? ან, როგორ ივარგებს ამ პრეზენტაციისას/გასაუბრებისას? მე ხომ არ ვიცი რა სისულელეს გააკეთებს იგი თუნდაც ყველაზე კარგად შედგენილი ბიზნეს გეგმით ხელში მონიტორინგის ეტაპზე თუნდაც?

შესაბამისად, დაფინანსების საკითხში გარანტიის მიცემა არის ტყუილი დაპირება!

6. იკითხე როგორ მუშაობს შემსრულებელი, რა სტანდარტებით ხელმძღვანელობს

კონტრაქტი სჯობს გაფორმდეს და თავიდანვე. მე პირადად 1000-ლარზე ნაკლებ შემოსავალზე ხელშეკრულებას არ ვაფორმებ. მხოლოდ ინვოისია ამ დროს. იმის ზემოთ, უკვე შეთანხმებით.

თანხის გადახდა ჯობია საბანკო გადარიცხვით.

კონფიდენციალობის ტესტი: ჰკითხეთ აბა რომ გიჩვენოთ მისი გაკეთებული ბიზნეს გეგმა. არ უნდა გიჩვენოს თუ პროფესიონალია. აქ თუ „დაიწვა“, არ ღირს მასთან ურთიერთობის გაგრძელება.

რატომ?

იმიტომ, რომ თქვენი საქმე კონფიდენციალურია და „იხარშება“ მხოლოდ თქვენსა და მას შორის.

ერთადერთი, რასაც ვაჩვენებ ხოლმე არის სქემა, თუ რა შინაარსი, რა პუნქტები იქნება ბიზნეს გეგმაში და როგორ იქნება იგი აგებული … არავითარ შემთხვევაში რეალურ პროექტს … ამის გამო სერიოზულ შეკვეთებზე მითქვამს უარი.

როგორ ჩაერთვებით პროცესში?

გაძლევთ შემსრულებელი შესაძლებლობას, რომ პერიოდული შეხვედრების გზით დააზუსტოს გარკვეული საკითხები თქვენთან ერთად?

მე პირადად წესად მაქვს, რომ დამკვეთი ჩავრთო პროცესში … თუ რამოდენიმე დამფუძნებელია საქმეში, ყველა უნდა ჩართო, თორემ პრობლემები შეიქმნება 10-დან 9 შემთხვევაში. ამ მიდგომას ძალიან ბევრი პლიუსი აქვს. ეს არის გზა შენთვის, რომ ისწავლო პროცესში!

საბედნიეროდ, პანდემიის შემდეგ live ჩართვებით ვმუშაობ, რითაც ეს საკითხი ძალიან გაადვილდა.

7. დააკვირდი ამ საქმის დასრულების შემდეგაც გექნეს თუ არა შემსრულებლის იმედი

ბიზნეს გეგმის გაკეთება ერთის მხრივ არის პროცესი, რომელსაც აქვს ლოგიკური დასასრული – ბიზნეს გეგმის დაწერილი სახით ჩაბარება.

მაგრამ აქ არ უნდა მთავრდებოდეს.

შემსრულებელი მზად უნდა იყოს, რომ როცა დაგჭირდებათ გვერდში დაგიდგეთ რჩევით მაინც.

ეს თემა აუცილებლად წამოჭერით პირველივე კომუნიკაციისას.

იგი მზად უნდა იყოს, რომ walk an extra mile თქვენთვის.

ამის აუცილებლობა ხშირად დაგიდგებათ.

ოღონდ აქაც თავისი ზღვარია.

დანარჩენი იმპროვიზაციაა.

შევაჯამოთ,

ახლა ხვდები ხომ ვისთან გააკეთოთ ბიზნეს გეგმის შეკვეთა? ცხადია ეს ყველაფერი გულისხმობს იმას, რომ შენ – დამკვეთს, შეგიძლია მითითებული რჩევები შეასრულო. თუმცა ფაქტი ისაა, რომ არ შეგიძლია! ამიტომაც 50% შანსია იმისა, რომ ბიზნეს გეგმის შეკვეთა მაინც არასწორ შემსრულებელთან გააკეთო და ტყუილად დახარჯო დროც და ფულიც!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: