ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მცირე მეწარმე

მცირე მეწარმე ხარ? აუცილებლად უნდა ისწავლო ბიზნეს გეგმის დაწერა

მცირე მეწარმე თუ ხარ კრიტიკულად აუცილებელია იცოდეთ ბიზნეს გეგმის დაწერა მინიმუმ 3 ქვემოთ ჩამოყალიბებული მიზეზის გამო:

დღეს რასაც არ უნდა აკეთებდე, უკვე გეგმავ!

იქნება ეს 20 სულიანი საქონლის ფერმა, თუ 12 ოთახიანი სასტუმრო სვანეთში, 5 ჰა კაკლის ბაღი თუ ტყავის ხელნაკეთი პროდუქციის მცირე საწარმო, მეღვინეობა კახეთში, ბაქმაზის წარმოება ჯავახეთში … თქვენ ყოველდღიურად გეგმავთ და აღასრულებთ თქვენს გეგმას.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

ეს გეგმა შეიძლება არ არის პროფესიონალურად “შედგენილი” და მხოლოდ თქვენს გონებაში იწერება და ისიც კუსტარულად, მაგრამ ფაქტია, რომ ყოველღიურად გჭირდებათ მოიძიოთ ნედლეული და მასალები, ესაუბროთ მყიდველებს, ესაუბროთ დისტრიბუტორებს, იურთიერთოთ ბანკთან, საქმიანობა დაალაგოთ გუნდთან და ა.შ. …

ამ ყველაფერს სჭირდება რაღაც დონის ორგანიზებულობა და თქვენ ამას ისედაც აკეთებთ ყოველდღიურად!

ეს არის ფაქტი!

მეტი განვითარება ითხოვს პირველ რიგში უკეთესს დაგეგმვას!

მცირე მეწარმე დღეს რასაც არ უნდა აკეთებდე მიზანი ყოველთვის არის რომ გაიზარდო. ხომ ასეა?

ზრდა ნიშნავს, რომ 30 სულიდან ფერმიდან ახვიდეთ 100-მდე, 12 ოთახიანი სასტუმროს გვერდით ორი იმოდენა მიუშენოთ, კაკლის ბაღის ფართობი გაზარდოთ 25 ჰა-მდე, ტყავის ნაკეთობების წარმოება გაზარდოთ 10-ჯერ.

სულ სხვაა მართო მცირე ბიზნესი, როცა ყველაფერს გაწვდები თავად ან ოჯახის წევრების დახმარებით და სულ სხვაა როცა გაფართოვებას ეჭიდავები.

უკვე არც ცოდნა გეყოფა, არც უნარები, არც დრო, არც ხალხი.

უკვე სხვა მასშტაბით მისახედია წარმოების პროცესი, მარკეტინგზე სათანადო ტიპის მოძებნა გიწევს, ბუღალტერიაც სხვანაირად შეიძლება გექნეს გასაკეთებელი, მომწოდებლებთან ურთიერთობამ შეიძლება ასევე დიდი დრო წაიღოს, თუ საექსპორტო მიმართულება და არხი გაიჭრა იმასაც ყურადღება უნდა და ა.შ.

ამ დროს ხედავ თანამშრომელი საჩკაობს, ან სტიკერები არასწორად დაგიბეჭდეს და საქმეა “მისახედი”, ან ბუღალტერს შეცდომა მოუვიდა, ან ოჯახის წევრი მხარ თეძოზე წამოწოლილა და სულ არ აინტერესებს რა ხდება ბიზნესში, ან თანამშრომელი წავიდა ვინაიდან ანაზღაურება არ მოსწონს …

მოკლედ, უამრავ მოუწესრიგებელ ადამიანთან მოგიწევს ურთიერთობა და ამ დროს პირველ რიგში თავად უნდა იყო უაღრესად მოწესრიგებული თორემ …

ანუ, გაფართოვება ითხოვს ბიზნეს გეგმის დაწერას.

დიახ …

ჯერ პროფესიონალურად დაწერას მერე კი რკინის ხელით შესრულებას!

როგორც არ უნდა ატრიალო, მაინც გიწევს დაგეგმარება, ამიტომაც!

ჯობია ერთხელ ისწავლო, ვიდრე მუდმივად სხვას უხადო!

ბიზნეს გეგმის სწორად დაწერა არის ცოდნებისა და უნარების ერთობლიობა, რომელსაც ერთხელ რომ აითვისებ, მერე უკვე “აქედან ვერ ამოშლი”.

და ეს საქმე მართლაც არ არის ადვილი.

ნახეთ რა ცოდნა და უნარები სჭირდება ბიზნეს გეგმის დაწერას.

მცირე მეწარმე ამ საქმის შესრულებაში სხვას უხდიდეს არის … სულ ხომ გვერდში არ გეყოლება ეს სხვა? სულ სხვამ ხომ არ უნდა დაგიწეროს ბიზნეს გეგმა? სულ ხომ არ გადაუხდი სხვას?

გეტყვით ასე:

ჯობია ერთხელ და სამუდამოდ ისწავლო ეს საქმე მით უმეტეს, როცა გრძელვადიან პერსპექტივაში სწავლა გაცილებით იაფი ჯდება ვიდრე ბიზნეს გეგმის დაწერის შეკვეთა!

ბიზნეს გეგმის შედგენა ის საქმეა, რომლის ცოდნასაც ვერავის “გადააბარებთ”!

მცირე მეწარმე თუ ხარ ბიზნეს გეგმის დაწერა აუცილებელია თავად იცოდე!

მოგიწევთ ამის სწავლა!

ან, წინ ვერ წახვალთ და ეგაა …




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: