ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
SIDE Business აქსელერატორი | საპილოტე ნაკადი #1

SIDE Business აქსელერატორი | საპილოტე ნაკადი

ოცნებობთ გქონდეთ საკუთარი ბიზნესი, მაგრამ არ გყავთ დამკვალიანებელი და არ იცის საიდან დაიწყოთ? მაშინ SIDE Business აქსელერატორი თქვენთვისაა!

წარმოგიდგენთ SIDE Business აქსელერატორს – პარალელური ბიზნესის დაწყების პროგრამას ძირითადი სამსახურის დატოვების, გაუაზრებელი ვალებისა და ზედმეტი რისკის გარეშე.

აქსელერატორს ვუძღვები მე, ტარიელ ზივზივაძე.

მარტო 2021 წელს განხორციელების ეტაპზე მყოფი ჩემი დაწერილი ბიზნეს გეგმების / პროექტების საინვესტიციო ღირებულებამ 20 მილიონ ლარს გადააჭარბა; მე კი 20+ წელიწადია საკონსულტაციო საქმიანობით ვარ დაკავებული. ხშირად დღეში რამდენიმეჯერ ვესაუბრები ადამიანებს დაკვალიანების მიზნით და თქვენ ვერ წარმოიდგენთ სულ რაღაც 10 წუთიანი გასაუბრების შემდეგ როგორ ეცვლებათ ხედვები. წლების განმავლობაში უკვე დაგროვდა ამ ტიპის დაკვალიანებების შედეგად შექმნილი წარმატებული ბიზნესების რაოდენობაც. სწორედ ამან გააჩინა იდეა, და სწორედ ამ დაგროვილი მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილების საფუძველზე ავაგე SIDE Business აქსელერატორი.

SIDE Business აქსელერატორი 2 ნოემბერს დაიწყება და შემდეგ 10 ეტაპს მოიცავს:

  1. იდეის ფორმირება
  2. იდეის ვალიდაცია
  3. პროდუქტების / შეთავაზებების ფორმირება
  4. ბაზრის & კონკურენტების შესწავლა
  5. შეთავაზებების ტესტირება პოტენციურ მოხმარებლებთან
  6. იურიდიული მხარე, ბუღალტერია, საწყისი კაპიტალი, ადამიანური კაპიტალი
  7. კომუნიკაციის კამპანიის დაგეგმვა
  8. სამუშაო გეგმის შესრულება
  9. კომუნიკაციის კამპანიის განხორციელება
  10. პირველი კლიენტის & შემოსავლის მიღება

1-7 ეტაპებიდან თითოეული არის ერთ კვირიანი. შემდეგი სამის ხანგრძლივობა კი ინდივიდუალურია ყოველი მონაწილისთვის.

აქსელერატორი 100 % დისტანციურად წარიმართება!

ვინ შეიძლება იყოს მონაწილე?

კერძო და/ან საჯარო ბიზნესში დასაქმებული ადამიანი, ვისაც სურს პარალელური ბიზნესის დაწყება!

რა შეიძლება იყოს ბიზნეს იდეა?

პრაქტიკულად ნებისმიერი!

რას გპირდებით?

მე მჯერა, რომ ყოველი ადამიანი შეძლებს დაიწყოს თავისი ბიზნესი თუ მოინდომებს და ეყოლება კარგი დამკვალიანებელი/მრჩეველი.

თუ თქვენ დაძლევთ SIDE Business აქსელერატორის ათივე ეტაპს, თქვენ გექნებათ აწყობილი ბიზნესი და დაიწყებთ შემოსავლის მიღებას! ბიზნეს გეგმა აქ არ დაგჭირდებათ.

რაზეა დამოკიდებული წარმატება?

ერთი მხრივ თქვენი მზადყოფნის, მეორე მხრივ კი ჩემი დავალებების შესრულების ხარისხზე.

SIDE Business აქსელერატორი არ არის სასწავლო პროგრამა! ეს აქსელერატორია, რომლის ფარგლებშიც ჩემი დაკვალიანებით თქვენ ააწყობთ ბიზნესს და დაიწყებთ შემოსავლის მიღებას!

ან გამომყვებით და შეასრულებთ ყოველი ეტაპის დავალებას სათანადოდ, ან გამოეთიშებით აქსელერატორს.

საორიენტაციო ვებინარზე რეგისტრაცია

საორიენტაციო ვებინარი ჩატარდება 26 ოქტომბერს, სამშაბათს, 20:00 (აქ დასწრება უფასოა).

ვებინარისთვის რეგისტრაციის ბოლო ვადაა 22 ოქტომბრის 23:59.

ვებინარის ბმული რეგისტრირებულთ გაეგზავნებათ ელ. ფოსტით ვებინარის დაწყებამდე 30 წუთით ადრე.

ვებინარზე დარეგისტრირებისთვის საჭიროა marnetllc@gmail.com -ზე მოიწეროთ 1) სახელი & გვარი, და 2) მოკლე (50 სიტყვამდე) პასუხი შეკითხვაზე თუ რატომ გსურთ ჩაერთოთ აქსელერატორში … და დაელოდოთ დადასტურებას.

განახლება 2022-05-05

როგორც მოსალოდნელი იყო აქსელერატორის საპილოტე რაუნდის ყველა მონაწილე მე-6 დღეს უკვე გამოთიშული იყო.

მთავარია ვცადეთ! არ გამოვიდა? არა უშავს! ის მაინც ვიცი, რომ ასეთ რამეზე მეტჯერ დროს აღარ დავხარჯავ!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: