როგორ დაკარგა გიორგიმ 286,325 ₾ აგრო სესხის აღებისას?

შეჯამება: ერთი ზარი გიორგის 286,325 ლარის დაკარგვას ააცილებდა. მე, ტარიელ ზივზივაძე ვარ – კაპიტალის მოპოვების ექსპერტი. ჩემმა დამკვეთებმა იციან, რომ 300 ათასიდან 10 მილიონამდე ბიზნეს სესხის აღებისას ჩემი ჩართვა ნიშნავს ასეულობით ათასი ლარის დანაკარგისგან დაზღვევას. მომსახურების ღირებულებაა 3,000-5,000 ₾ + დღგ.

📱 WhatsApp: 577 737 964

⚠️ გაფრთხილება: მე არ გავცემ სესხს. მე ვაკვალიანებ, ვამზადებ ბიზნეს გეგმას და დოკუმენტაციას საუკეთესო პირობით ბიზნეს სესხის მისაღებად.

ამ ისტორიას გიზიარებთ პირადი გამოცდილებიდან. რიცხვები ნამდვილია, სახელი არა. სამწუხაროდ ანალოგიურ ისტორიებს, მცირე ვარიაციებით, უამრავს ვისმენ იქედან გამომდინარე, რომ მუდმივად მაქვს სარეკლამო კამპანია და დღეში ათობით ადამიანს ვესაუბრები.

  1. შეცდომა

ეს ამბავი 2026 წლის თებერვალში მოხდა. გიორგი მესაქონლეობითაა დაკავებული. მუშაობს როგორც ფიზიკური პირი. 60-მდე სული საქონელი ჰყავს, აქედან 25 მეწველი ძროხა, ჯერსი და ჰოლშტეინი. დანარჩენი ბაგურ კვებაზე ჰყავს. სესხი ბიზნესისთვის აქამდე არ ჰქონია. გადაწყვიტა გაფართოვება – ფერმის შენობის დამატება და 20-მდე ჯიშიანი საქონლის დამატება. დაუჯერა ბანკირს და აიღო სტანდარტული ბიზნეს სესხი შემდეგი პირობებით:

სესხის ოდენობა: 440,500 ₾
წლიური განაკვეთი: 16%
ვადა: 5 წელი
გირაოს ღირებულება: 800,000 ₾
მთელ პროცესზე დახარჯული დრო: 3 თვე

გიორგიმ არ იცოდა, რომ ხელმოწერის მომენტში საკუთარი ნებით თქვა უარი ასეულ ათასობით ლარის შეღავათზე.

  1. დანაკარგი რიცხვებში

დაკარგული სუბსიდია – 286,325 ₾ ხუთი წლის განმავლობაში – შეეძლო სესხი აეღო არა 16%-ში, არამედ 3%-ში.

“დატყვევებული” 800,000 ₾ ქონება – გიორგის განვითარების რესურსი აღარ დარჩა. მისი პირადი სახლიც კი ბანკის “ტყვეობაშია” უკვე, მაშინ როცა შეიძლებოდა ქონების 80% თავისუფალი ყოფილიყო.

და ყველაფერი იმის გამო, რომ ის ერთი ზარი არ გაკეთდა ჩემთან. ახლა გიორგი იძულებულია 5 წელი ბანკზე იმუშავოს.

  1. როგორ შეიძლებოდა დანაკარგის თავიდან აცილება?

ხაზგასმით ვამბობ: გიორგის, როგორც ფიზიკურ პირს, იმ ეტაპზე შანსი არ ჰქონდა მიეღო შეღავათიანი აგროკრედიტი უკეთესი პირობით. მაგრამ დაგეგმვის აზრი ისაა, რომ ბანკთან საჭირო დროს და სათანადოდ მომზადებული მიხვიდე, რათა უკეთესი პირობების მიღების შანსი გქონდეს რომ ბიზნესი განავითარო (და არა ბანკზე იმუშავო).

ჩემთან ერთი ზარის შემდეგ:

  • გავაანალიზებდით გიორგის მდგომარეობას. სულ სხვაა როცაა ფიზიკური პირი ხარ და არალეგალურად მუშაობ (ბანკისთვის ამ დროს რისკი მაქსიმალურია), და სულ სხვაა შპს-დ ტრანსფორმაცია.
  • პირველი ეტაპი იქნებოდა ოპტიმიზაცია და ტრანსფორმაცია იურიდიულ პირად. ამას სჭირდება გარკვეული ნაბიჯების გადადგმა მანამ, სანამ ბანკთან მიხვალ. დროც.
  • შემდეგ შევარჩევდით სწორ სამიზნე პროგრამას, რომელიც მოგვცემს პროცენტის სუბსიდიის, საგარანტიო მექანიზმის, ქეშბექის და სხვა შეღავათების საუკეთესო კომბინაციას.
  • მოვამზადებდი ბიზნეს გეგმას, რომლითაც სესხი 1 თვეზე ნაკლებ დროში დამტკიცდებოდა შეღავათიანი აგროკრედიტი 5-ჯერ ნაკლები წლიური საპროცენტო განაკვეთით, 2-ჯერ მეტი ვადით და 5-ჯერ ნაკლები გირაოთი.

ჯამში დაუჯდებოდა 3-4,000 ₾ და დაზოგავდა 100-ჯერ მეტს!

ნუ დაუშვებთ იგივე შეცდომას …

გიორგის არ წაუკითხავს ეს სტატია თავის დროზე, არ გააკეთა ის “ერთი ზარი”, რის გამოც იზარალა. თქვენ უკვე იცით როგორ იმოქმედოთ!

მე ტარიელ ზივზივაძე ვარ, კაპიტალის მოპოვების ექსპერტი 27+ წლის წარმატებული პრაქტიკით და თანამშრომლობის ფარგლებში თავიდან აგაცილებთ იმას, რაც გიორგის დაემართა. 27+ წლიანი პრაქტიკა მხოლოდ ციფრი არ არის – ეს არის ასეულობით მეწარმის ნდობა, რომელთაც ჩემი დახმარებით თავიდან აიცილეს ანალოგიური კატასტროფა.

მომსახურების ღირებულება – 3,000-5,000 ₾ + დღგ სიმბოლურია ამ საქმის მნიშვნელობასთან შედარებით. ოღონდ, მე არ ვმუშაობ ყველასთან. კვირაში მხოლოდ 2-3 ახალ საქმეს ვიღებ, სადაც რეალურ პოტენციალს ვხედავ (სფერო შეიძლება იყოს ნებისმიერი).

თუ თქვენი ასაღები სესხი 300,000-ზე მეტია და არ გსურთ გიორგის ბედი გაიზიაროთ – დააჭირეთ WhatsApp ღილაკს ახლავე და 5 წუთში გეტყვით რა შეიძლება თქვენთვის გაკეთდეს.

📱 WhatsApp: 577 737 964

მე რასაც გთავაზობთ, მუშაობს:

შპს “ზეკარი” (ობჩა): საკონსერვო და დაფნის წარმოება ექსპორტისთვის.

შპს ზეკარი

შპს “ექსპოფრუიტი” (აჭარა): ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო.

შპს ექსპოფრუტი




კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ:

Guga Review

Murad Review

Beso Review

Guga Review

Niko Review

Ia Review

Ia Review