ჩვენ ვყიდულობთ საქართველოში წარმოებულ ხარისხიან პროდუქციას. რატომ? 1) გადახდილი ფულით ხელფასს ვუხდით საქართველოს მოქალაქეს, 2) ვავითარებთ ადგილობრივ წარმოებას და 3) ვაძლიერებთ საქართველოს!
მთავარი > ბიზნეს გეგმა > როგორ მოემზადოთ 30,000 ლარიანი მიკროგრანტების პროგრამისთვის (5 ოქტომბერს გამოცხადდება)?

როგორ მოემზადოთ 30,000 ლარიანი მიკროგრანტების პროგრამისთვის (5 ოქტომბერს გამოცხადდება)?

წყარო.

30,000-მდე ლარი მიკრო გრანტი
40,000,000 ლარი პროგრამის ბიუჯეტი
დაფინანსდების შანსი აქვს 1,300+ მეწარმეს
მოიცავს პრაქტიკულად ყველა ბიზნეს თემატიკას
მოიცავს მთელ საქართველოს (თბილისსაც)
გამოცხადების დაანონსებული თარიღი: 5 ოქტომბერი

დასკვნა ორია: მიკროგრანტის აღების შანსი ფაქტობრივად აქვს ყველა მსურველს! ოღონდ კონკურენცია იქნება უმძაფრესი მინიმუმ ორი მიზეზის გამო 1) თბილისიც ერთვება, 2) ეკონომიკურ გარემოს გადახედეთ რა ხდება ირგვლივ.

რა არის საჭირო გამარჯვებისათვის?

დაწერეთ ბიზნეს გეგმა!

ანუ, შეასრულეთ თქვენი ელემენტარული “საშინაო დავალება”. გნებავთ თავად დაწერეთ, გნებავთ თავად ისწავლეთ ბიზნეს გეგმის დაწერა და ისე დაწერეთ, გნებავთ მეგობარი დაიხმარეთ, გნებავთ ვისაც გინდა შეუკვეთეთ, მაგრამ დახარჯეთ დარჩენილი დრო მომზადებაში! 30,000 ხეზე არ აბია და ტყუილად არავინ იძლევა! ცოტა მოინდომეთ!

ცხადია ბიზნეს გეგმის დაწერის შემთხვევაში თქვენი შანსი მაინც 50/50 იქნება (ან გაიმარჯვებთ, ან არა), მაგრამ 0%-დან 50%-მდე აქაჩვა უკვე საქმეა, თან დიდი!

PS

მე ჩემის მხრივ შემიძლია ასე მოგეხმაროთ: 2 მეწარმემ უკვე ისწავლა და თავად დაწერა თავისი ბიზნეს გეგმა ონლაინ კურსის ფარგლებში, რომელიც 2-14 სექტემბრის პერიოდში ჩავატარე. ისინი უკვე ელოდებიან 5 ოქტომბერს. თუ სურვილი გაქვთ თქვენც გაიაროთ ონლაინ კურსი (ფასი 400 ლარი), ისწავლოთ ბიზნეს გეგმის დაწერა, დაწეროთ იგი, სწორად შეავსოთ მიკროგრანტების პროგრამის განაცხადი, და გაზარდოთ გამარჯვების შანსები, დამიმესიჯეთ აქ.