წელს ყველანი ველოდით შარშან დაანონსებულ აქსელერატორის ტიპის ფორმატს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ამაოდ. 150,000 ₾ თანადაფინანსების გრანტის მოსაგებად დარჩა იგივე, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი კონკურსი თავისი კარგად ნაცნობი ეტაპებით.
LTDR: დეტალური ინფორმაცია კონკურსის შესახებ შეგიძლიათ ნახოთ აქ.

ჯერ შანსები შევაფასოთ:
პირველი ეტაპის გადალახვის (ანუ, 400-500-დან 150-ში მოხვედრის) შანსი 30-35% შეადგენს.
მეორე ეტაპის (150-დან 50-ში მოხვედრის) გადალახვის შანსი ასევე 30-35% შეადგენს.
იქედან გამარჯვებულ ოცეულში მოხვედრის შანსი კი 40%-ია.
ეს ნიშნავს, რომ ჯამში თქვენი წარმატების შანსი 5%-ზე ნაკლებია.
(მათემატიკაზე “აცრილებისთვის” დავაზუსტებ – 4,4% მიახლოებით).
ამიტომაც, მოდი ამჯერად თქვენ მაინც ნუ დაუშვებთ იმ 3 მთავარ შეცდომას, რომელთაც ხშირად ვაწყდები კონკურსის ახალი მონაწილეებისგან:
1) პირველი განაცხადის წარდგენის დედლაინი 2 აპრილია. 4 ტექსტური ბლოკია შესავსები სულ. იფიქრებთ, 4 “აბზაცი” რა ბედენააო, მაგრამ ეს 4 “აბზაცი” რომ სწორად ჩამოაყალიბო, სწორი სიტყვების ფორმულირებით, მთელი პროექტი კარგად გადააზრებული უნდა გქონდეს.
შესაბამისად ლომის წილი საქმიანობისა გასაწევია სწორედ რომ ახლა, 2 აპრილამდე.
2) გუნდისთვის, გამოცდილი ადამიანის დახმარების გარეშე პირველი ეტაპის გადალახვაც კი რთულია. თუ თავად არ გაქვთ ამ კონკურსში მონაწილეობის გამოცდილება, საჭიროა ვინმე გამოცდილი სტარტაპერის ან ჩვენი დახმარებით ისარგებლო. სხვა შემთხვევაში ძალიან გაგიჭირდებათ 500-მდე განაცხადიდან 150-ში მოხვედრაც კი.
მაგიტომაცაა, რომ ზოგი სტარტაპი მე-5 და ა.შ. ცდაზე იგებს ხოლმე.
ოღონდ ამჯერად ამის იმედიც ვერ გექნებათ. დიიდი ალბათობით ეს კონკურსი იქნება ბოლო (ამასაც კი არ ველოდით).
3) ზოგჯერ თემა კარგია, მაგრამ უბრალოდ ძველია, დრომოჭმულია. ყველა თემა ვეღარ მოიგებს კონკურსს კი არა პირველ ეტაპსაც კი ვერ გადალახავს. გაიხედ-გამოიხედეთ რა ხდება მსოფლიოში, თქვენს ინდუსტრიაში, სტარტაპულ ინდუსტრიაში, რა თემებია აქტუალური, რა ტრენდებია და მოერგეთ ამ აქტუალობას თქვენი იდეით. იდეის ადაპტაცია ახალ რეალობაზე რბილად რომ ვთქვათ მარტივი არ არის და 99% შანსია იმის, რომ გუნდმა ვერც კი გაიხედოს “საკუთარ ცხვირს მიღმა”. ამიტომაცაა დამხმარე საჭირო, რომელიც გვერდიდან (უემოციოდ) შეხედავს საკითხს.
მათ შორის, ვინც მე პირადად მირეკავს ამ დღეებში, 80%-ის იდეები ჯერ კიდევ 10 წლის წინ დაძველდა. თუნდაც ის ფაქტი, რომ ეს ვინმემ პირდაპირ გითხრათ/აგიხსნათ, ღირს იმად, რომ დამირეკოთ და გავისაუბროთ.
📞 577 73 79 64 (ზარი მობილურზე)
📞 577 73 79 64 (ზარი WhatsApp-ზე. აქ ჯობია დამირეკოთ/მომწეროთ)
როგორ ვიმუშავებთ ჩვენ:
1) პირველივე სატელეფონო საუბარში მოვისმენ იდეას, გუნდის შესახებ ინფორმაციას, გავეცნობი განვლილი გზას და შევაფასებ როგორია ჯერ პირველი, შემდეგ მეორე ეტაპების გადალახვის, და ბოლოს გამარჯვების შანსები. თუ ვხედავ, რომ შანსი არ გაქვთ, ან დაბალი გაქვთ, გეტყვით. თუ შევხედავ, რომ შანსის გასაზრდელად რაღაც დასამატებელია, გეტყვით.
თქვენი რა მიდის? დამირეკეთ. მინიმუმ განსხვავებულ აზრს მაინც მოისმენთ.
2) თუ შევთანხმდებით რომ შანსი გვაქვს და დავიწყებთ ბიზნეს გეგმაზე მუშაობას, პროექტს სრულად გადავიაზრებთ ერთი კვირის განმავლობაში არა მხოლოდ იმ “4 აბზაცის” ჩამოყალიბება/გაშარაშინების მიზნით, არამედ შემდეგ ეტაპზე და გამარჯვებაზე გათვლით.
ჯამში 1 კვირა საჭიროა თემის კარგად გადასააზრებლად და 2 აპრილისთვის საჭირო წარსადგენი მასალის მოსამზადებლად.
3) გავწერთ “დავალებებს”, რომლებიც შესასრულებელი გექნებათ 2 აპრილის შემდეგ მანამ, სანამ მეორე ეტაპის გასაუბრებები დაიწყება.
2 თვემდე დრო გექნებათ ისეთი საქმეებისთვის, რომელთა შესრულებაც გაზრდის შემდეგ ეტაპზე თქვენი გადასვლის შანსებს.
4) გამარჯვების შანსების გასაზრდელად საჭიროა …
… დანარჩენს აგიხსნით როცა დამირეკავთ:
📞 577 73 79 64 (ზარი მობილურზე)
📞 577 73 79 64 (ზარი WhatsApp-ზე. აქ ჯობია დამირეკოთ/მომწეროთ)
მომსახურების ფასები:
ფასზე უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ მიღირდეს პროექტისთვის ხელის მოკიდება, მასზე დროის დახარჯვა. საამისოდ 5-10 წუთიანი სატელეფონო საუბარიც კი კმარა (იხ. ზემოთ).
მომსახურებისთვის იხდით ეტაპებად (კონტრაქტით, ინვოისით და ა.შ.):
1) პირველი გადასახდელია 1,180 ლარი (დღგ-ს ჩათვლით). ამის შემდეგ სამუშაო პროცესი დაახლოებით 1 კვირიანია (შეიძლება უფრო მოკლეც).
Deliverable: 2 აპრილისთვის შესავსები ტექსტების მომზადება. იდეის სრული გადააზრება. დაახლოებით 5 საათი მეტად საინტერესო კომუნიკაცია live-ში.
2) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გუნდი/იდეა მოხვდება 150-ში, იხდით მეორე გადასახდელს – 1,180 ლარს (დღგ-ს ჩათვლით) და ვაკეთებთ მეორე ეტაპის საქმიანობებს.
Deliverable: შემდგომი დედლაინისთვის მოსამზადებელი ბიზნეს გეგმის მომზადება. გასაუბრებისთვის მომზადება. დაახლოებით 5 საათი მეტად საინტერესო კომუნიკაცია live-ში.
3) იმ შემთხვევაში, თუ გუნდი/იდეა მოხვდება 50-ში, იხდით ბონუსს 1,180 ლარს (დღგ-ს ჩათვლით).
Deliverable: ეს ბონუსია. ანუ, აქ მხოლოდ მადლობებს ვეტყვით ერთმანეთს!
შენიშვნა: არის ვარიანტი, რომ ფინალური pitch-ის მომზადებაში დავეხმარო გუნდს, მაგრამ ეს სხვა საუბრის საგანია უკვე.
ვიწყებთ ასე:
📞 577 73 79 64 (ზარი მობილურზე)
📞 577 73 79 64 (ზარი WhatsApp-ზე. აქ ჯობია დამირეკოთ/მომწეროთ)