ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ყურძნის ჩირის წარმოება

ყურძნის ჩირის წარმოება. ბიზნეს გეგმა. ნიმუში

ყურძნის ჩირის წარმოება ალბათ ის სფეროა, რომელზედაც ითქმება, რომ მისი პოტენციალი ბოლომდე ჯერ კიდევ არ არის გამოყენებული.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ ეს სავსებით შესაძლებელია, ჩვენ არ ვაწარმოებთ ქიშმიშს (ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი არცერთი მსგავსი წარმოება), ანუ ყურძნის ჩირს, რომელიც სასარგებლოსთან ერთად სამკურნალო თვისებების მქონე პროდუქტია და საკონდიტრო დანიშნულებითაც აქტიურად გამოიყენება.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ მოკლე სტატიის დაწერა.

თან რამდენიმე რჩევის და ბიზნეს გეგმის ნიმუშის გაზიარება (ჩამოტვირთვის ბმული ქვემოთ). აქვე ბმულზე ნახეთ სხვა 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

არ დაგიმალავთ და თქვენს წინაშე ე.წ. SEO სტატიაა. ანუ, იგი სპეციალური წესების დაცვითაა შექმნილი საიმისოდ, რომ ინტერნეტში საჭირო საკვანძო სიტყვებით მძებნელმა დაინტერესებულმა ადამიანმა ძიების შედეგების ველში ეს სტატია ნახოს ერთ-ერთ მაღალ პოზიციაზე, დააწკაპუნოს და აქ მოხვდეს. და რახან აქ ხართ და კითხულობთ, ე.ი. სტატიამ თავისი საქმე გააკეთა.

მეორე მხრივ რახან აქ მოხვდით, დაგიფასებთ: რამდენიმე საჭირო მოსაზრებას შემოგთავაზებთ, თემატური ბიზნეს გეგმის ნიმუშის ჩამოტვირთვის საშუალებას მოგცემთ, და თუ რამე ხაზზე როგორ დავრჩეთ იმასაც შემოგთავაზებთ.

1. ყურძნის ჩირის წარმოება რომ სადმე არსებობდეს ასეთი მე პირადად არ გამიგია

შეიძლება იმიტომ, რომ ეს ე.წ. შუალედური პროდუქტია, რომელიც ძირითადში ნედლეულად გამოიყენება სხვადასხვა გემრიელობების წარმოების პროცესში, განსაკუთრებით წინასააღდგომო პერიოდში.

თუ ვინმე დააპირებდა ქიშმიშის წარმოებას, არ დაბრენდავდა, საბოლოო პროდუქტის მწარმოებლებს (საკონდიტროებს, შემფუთავებს) დაუკავშირდებოდა და მოელაპარაკებოდა ზედმეტი ხმაურის გარეშე.

2. პოტენციალი აშკარად არის

საქართველოში უამრავი ჯიშის ყურძენია გაშენებული.

წარმოება წლიდან წლამდე იზრდება როგორც ყურძნის, ასევე ღვინის.

გამორიცხული არაა, რომ რაღაც ეტაპზე გაჩნდეს ქიშმიშის წარმოება, რომელიც ადგილობრივი ნედლეულისგან აწარმოებს პროდუქტს, და თუ თქვენ ხართ პერსპექტიული მწარმოებელი აგერ ბურთი და აგერ მოედანი.

როგორც მინიმუმ გარკვეული ინფორმაციით თანდართული ბიზნეს გეგმა დაგეხმარებათ.

3. დაიწყეთ ყურძნის ჩირის წარმოება

თუ თქვენ სათანადო ჯიშის ყურძენი გაქვთ გაშენებული, დაგჭირდებათ მხოლოდ საშრობი დანადგარი.

თავად ის ფაქტი, რომ ადგილობრივი მწარმოებელი ამ თემაში არ ჩანს (ყოველ შემთხვევაში მე არ გამიგია, მე კი წლების ადგილობრივი წარმოების პროდუქციის პოპულარიზებას ვაკეთებ), ეს უკვე შანსია იყოთ პირველი.

ხადახან იყო პირველი ბაზარზე ნიშნავს წარმატების მეტ შანსს.

თან უამრავი საკონდიტროა (ჭამა გვიყვარს აშკარად) და პროდუქციას აუცილებლად გაყიდით.

და ბოლოს, ბიზნეს გეგმის ნიმუში მინდა გაგიზიაროთ

ვიცი რა რთულია რეალური ბიზნეს გეგმების ნიმუშების მოპოვება, სწორედ ამიტომ ვაკეთებ ამას.

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს არ არის ჩემი გაკეთებული ბიზნეს გეგმა (ჩემს ნამუშევარს არავის ვაჩვენებ გარდა თავად დამკვეთისა. კონფიდენციალურობის შეთანხმება “წმინდაა”).

ეს არის ნიმუში, რომელიც ღიად ხელმისაწვდომი იყო ინტერნეტით რამდენიმე წლის წინ და ჩამოვტვირთე ზუსტად ამ ტიპის სასწავლო მიზნისთვის.

მომწონს თუ არა როგორც ბიზნეს გეგმა აბსოლუტურად სხვა საკითხია. ნიმუშად გამოდგება!

ჩამოტვირთეთ აქ!

გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ეს მხოლოდ ნიმუშია.

რაში და როგორ გამოიყენებთ თქვენზეა 100 %!

ამის მიღმა კი თუ რამ შეკითხვა გაგიჩნდეთ ან დამირეკეთ 577 73 79 64 ან დამიმესიჯეთ FB გვერდზე – ბიზნეს გეგმა!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: