ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
რა არის ბიზნეს გეგმა?

რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ კეთდება?

რა არის ბიზნეს გეგმა და რატომ კეთდება?

1996 წელს ქუთაისის ბიზნესის ხელშეწყობის ცენტრში TACIS-ის პროექტის ფარგლებში ძალიან საინტერესო სემინარების კურსს ვესწრებოდი. მეორე კურსის სტუდენტი ვიყავი.

კურსს ბრიტანელი ექსპერტი უძღვებოდა. Bruce Willis, დაახლოებით 55 წლის იქნებოდა, ისე მარტივად გადმოსცემდა მასალას, რომ მთელ აუდიტორიას აღფრთოვანებულს ტოვებდა.

ცხადია მანამდეც ვიცოდი ბიზნეს გეგმა რა იყო, განაკეთებიც კი მქონდა სამოყვარულო დონეზე, მაგრამ პრაქტიკულმა განმარტებამ, რომელიც მაშინ სემინარზე მოვისმინე ჩემს გონებაში ყველაფერს თავისი ადგილი „მიუჩინა“.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

1. ბიზნეს გეგმის მიზანია ინვესტორს დაანახოს ფული!

ასე განმარტება გააკეთა ბრუსმა.

და ეს არის ერთადერთი განმარტებაა, რომელსაც 100% ვიზიარებ!

ეს დოკუმენტი არ კეთდება მხოლოდ მასალების თავმოსაყრელად …

არც მხოლოდ გაბნეული აზრების დასალაგებლად …

არც მხოლოდ ვინმესთვის თავის მოსაწონებლად და არც მხოლოდ ბანკში ან ინვესტორის წინაშე წარსადგენად.

ჩაიბეჭდეთ ეს განმარტება გონებაში!!!

like

2. კონკრეტულად რა არის ბიზნეს გეგმა?

ბიზნეს გეგმა წერილობით ჩამოყალიბებული დოკუმენტების ნაკრებია.

მასში ბიზნესის მომგებიანად განხორციელებისათვის საჭირო ყველა იდეა, მოსაზრება, რისკი, სიძლიერე, სისუსტე, შესაძლებლობა, ნიუანსი, ნახაზი, დანართი, და ა.შ. ერთადაა თავმოყრილი და დალაგებული.

ბიზნეს გეგმა კომპლექსური დოკუმენტია. მასში სტრატეგია, მარკეტინგის გეგმა, ადამიანური რესურსების გეგმა, წარმოების გეგმა და ა.შ. უამრავი ნაწილი შედის.

აი ასე გამოიყურება აზერბაიჯანელი ინვესტორისათვის ჩემს მიერ წლების წინ დაწერილი ბიზნეს გეგმა [საინვესტიციო ღირებულება 1.5 მილიარდი ლარი].

dirsi

სწორედ DIRSI-ს ბიზნეს გეგმას უყურებთ ეხლა – დაახლოებით 400 გვერდამდე მასალას, თავად ბიზნეს გეგმას 3 ენაზე [ქართული, ინგლისური, რუსული], 26 დანართს მშენებლობის რუკის ჩათვლით და CD-ს ფაილებით.

აქ არის ყველაფერი!

3. რა ეტაპზე კეთდება ბიზნეს გეგმა?

რამდენი ადამიანი იცით, ვინც საქმე გაუაზრებლად დაიწყო, ჩაუვარდა და ფული წააგო?

რამდენი იცით, ვინც ჯერ დაგეგმა, შემდეგ დაიწყო და დღემდე წარმატებით წინ მიიწევს?

ჩემთვის დაკვეთილი ბიზნეს გეგმების ალბათ 90% და მეტი იყო იმ ეტაპზე, როცა საქმე დაწყებული არ იყო და სწორედ ესაა „სწორი“ დრო!!!

ჯობია თვითონ დაწერო, თუმცა თუ არ იცი როგორ იწერება ბიზნეს გეგმა, მოძებნო პროფესიონალი და დაიხმარო. ბიზნეს გეგმის დაწერა ფასი ღირს და ის გადაიხადო. ამ დროს იხდი ბიზნეს პერსპექტივის და რისკების წინასწარ განჭვრეტაში, და ა.შ. ეს სჯობს, ვიდრე დაიწყო გეგმის გარეშე, გაუაზრებლად და ასჯერ, ათასჯერ და კიდევ უფრო მეტი თანხა დაკარგო.

დარჩენილ 10%-ზე ნაკლებ შემთხვევებში საქმე უკვე დაწყებული იყო. მაშ, რატომ შეუკვეთეს?

ძირითადად ორი მიზეზის გამო: 1) განმხორციელებელი პროცესში „გაიჭედა“ და არ იცოდა რა მიმართულებით გაეგრძელებინა საქმე, და/ან 2) პროექტის მენეჯერს აინტერესებდა პროექტის პერსპექტივასთან დაკავშირებული განასხვავებული ხედვა.

4. რეალურად ვის სჭირდება ბიზნეს გეგმა?

პირველ რიგში ბიზნეს გეგმის დაწერა გჭირდება შენ, საქმის წამომწყებს, რათა რამოდენიმე წლის წინსწრებით განჭვრიტო წამოწყების მომავალი.

ანუ, დაინახო ფული თვითონ, რომ შეაფასო – ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს?

სტატისტიკა

ბიზნეს გეგმა სჭირდება ყველა ინვესტორს და მნიშვნელობა არ აქვს ვინაა იგი, ვინაიდან სწორედ აქ ხედავს იგი ფულს. და თუ ბიზნეს გეგმა არ არის, ან ინვესტორს ფულს არ უჩვენებს, ე.ი. არაფერი არ არის.

ბიზნეს გეგმა არის … გეგმა!

აი ნახეთ 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf.

იგი თაროზე შემოსადებად არაა შექმნილი. იგი თავისით არ „გაამართლებს“, ამისათვის ნემსის ყუნწში გაძრომა მოგიწევს

ბიზნეს გეგმა აწარმოე საქართველოში იქნება წარსადგენი თუ პროექტის დაწერა პირადად თქვენთვის გაინტერესებთ, ეს დოკუმენტი სწორედ იმიტომ კეთდება, რომ „გასამართლებელი“ მინიმალურზე იყოს დაყვანილი და პრობლემების გადაჭრის დანახარჯ-ეფეტური გზები წინასწარ მოძებნო.

იღბალის ადგილი ბიზნეს გეგმაში არაა.

ბიზნეს გეგმა ცოცხალი დოკუმენტია, რომელიც მუდმივად უნდა გააახლო.

მეტსაც გეტყვი, რასაც თავიდან დაგეგმავ, იმის 50%-ზე მეტი შესაცვლელი შეიძლება გაგიხდეს უკვე საქმის დაწყებისთანავე.

მიუხედავად ამისა, შეუფასებელი უპირატესობაა, როცა რისკების წინასწარ განჭვრეტის შანსი გაქვს და ამას ახერხებ.

5. შეიძლება გაგიკვირდეს, მაგრამ …

ორიდან ერთი შედეგი დგება ბიზნეს გეგმის სრულფასოვნად შედგენის შემდეგ: ან მიხვდები, რომ „ეს ჩიტი ბრდღვნად ღირს“ და მყარად დგახარ არგუმენტებით საკუთარი თავის და ინვესტორის წინაშე, ან ხვდები, რომ არც ისეა საქმე, როგორც გეგონა.

პირველ შემთხვევაში „გაგრძელება“ ნათელია … მაგრამ მეორე შემთხვევაში რა ხდება? 

ამ დროს კიდევ უფრო მეტად ბედნიერი უნდა იყო მინიმუმ სამი მიზეზის გამო:

  1. ჭკვიანურად დაიწყე – დაგეგმვით და უსარგებლო საქმეში დიდი ფულის წაგებას გადარჩი;
  2. ბიზნეს გეგმაზე მუშაობისას გამოცდილება მიიღე, ჩათვალე რომ ერთი კარგი სასწავლო პროგრამა გაიარე დახარჯული თანხის სანაცვლოდ;
  3. მიღებული გამოცდილება გამოგადგება მომავალ წამოწყებებში;

რომ შევაჯამოთ,

ბიზნეს გეგმის არსებობა არ წარმოადგენს გარანტიას იმისა, რომ მას ვინმე დააფინანსებს ან მისი მეშვეობით ინვესტორს იპოვით.

თუმცა,

ბიზნეს გეგმის გარეშე საქმიან მოლაპარაკებაზე წასვლა ღალატია საქმის.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: