ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ბიზნეს გეგმაზე მუშაობა

ბიზნეს გეგმაზე მუშაობა – დროის გაწელვა

ბიზნეს გეგმაზე მუშაობა სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზების გამო ხანდახან დროში იწელება.

დროის გადაცილებას კი შეიძლება მოჰყვეს ურთიერთობის გაფუჭება, დაინტერესებული მხარეებისათვის საჭირო ინფორმაციის-მასალების მიუწოდებლობა და რაც ყველაზე ცუდია საქმის ჩავარდნაც კი.




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

მიუხედავად ე.წ. დედლაინის არსებობისა როდესაც ბიზნეს გეგმის დაწერა უნდა დასრულდეს, რეალობა ხშირად სხვა პირობებს გკარნახობს.

იძულებული ხარ მეტი დრო დაუთმო რაღაც-რაღაცეების გარკვევას. ზოგი მათგანი ბუნებრივი დაყოვნებაა და დასაშვებია, ზოგიც კი …

ჩემს პრაქტიკაში ყველაზე ხშირია, როცა დანართებს მიგვიანებენ.

როგორც წესი ამათ ობიექტური მიზეზი აქვთ, მაგალითად დროულად არ უკეთებენ შემსრულებლები.

მაგრამ ჩემი პრობლემა ისაა, რომ ყოველი გაწელილი საქმე დამატებით დროს ითხოვს, დრო კი ფულია!

როგორ უნდა წარმართო პროცესი ისე, რომ დრო ფუჭად არ დაიკარგოს და თან არაფერი გააფუჭო?

ცხადია ყველაზე უკეთესი გზაა ამისგან თავის დაზღვევა!

მე პირადად საქმეზე მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის დეტალურად ვამოწმებ დაწერადია თუ არა ბიზნეს გეგმა და რა არის საჭირო, რომ მომზადდეს წინასწარ.

ამ დროს ხშირად დამკვეთს ვეუბნები თუ რა უნდა მომაწოდოს და ისიც მაწვდის კიდეც, ანუ თადარიგს იჭერს.

სხვათა შორის, ეს ის მომენტია, როცა მე დამკვეთისკენ არ ვარ. მე პროექტისკენ ვარ.

ეს კი ნიშნავს, რომ თუ საქმე სათანადო კონდიციაში არაა, ხელს არ ვკიდებ.

და მაინც, დავუშვათ ბიზნეს გეგმაზე მუშაობა გაიწელა …

1. უმთავრესია იმ საკითხების სწორად გამოვლენა, რაზედაც დროის დახარჯვა არის გამართლებული.

ბიზნეს გეგმა ერთიანი დოკუმენტია. მასში არის რგოლები, რომლებიც ურთიერთდამოკიდებულია.

აი აქ ნახეთ 20+ ბიზნეს გეგმა ნიმუში pdf და დარწმუნდებით.

ხშირად თუ ერთ შეკითხვაზე ამომწურავი პასუხი არ გაქვს, მეორე თემაზე უბრალოდ ვერ გადახვალ. თუ საკითხი ასეთთა კატეგორიას მიეკუთვნება, სხვა გზა არ გაქვს … უნდა გაირკვეს და მხოლოდ შემდეგ გადახვალ შემდეგ ეტაპზე.

აწარმოე საქართველოში ბიზნეს გეგმა ხშირად ყოვილა ჩემი სამუშაო თემა, ანუ წარმოებისთვის ბიზნეს გეგმა. თუ მაგალითად  ჩვენ 100% სიზუსტით არ განვსაზღვრეთ საწარმოო ბიზნეს პროცესები, ვერასოდეს დავადგენთ 1) კონკრეტულად რა საწარმოო საშუალებებია საჭირო, 2) ვერ გავიგებთ მათ ფასს, 3) მოწოდების პირობებს, 4) მონტაჟის დროს, 5) გამართვის დროს, 6) გადასახდელ თანხას დაა პირობებს, 7) საჭირო შენობის პარამეტრებს, 8) დასაქმებული ადამიანების რაოდენობის საჭიროებას, 9) ოპერირების პირობებს, 10) მიწისადმი მოთხოვნებს, 11) პროდუქციის თვითღირებულებას და ა.შ. უამრავ რამეს არ ექნება პასუხი. ყველა დრო, რომელიც იხარჯება წარმოების საშუალებების სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ რამოდენიმე მომწოდებელთან კომუნიკაციაზე, სწორად დახარჯული დროა, ვინაიდან მათგან მიღებულ პასუხებზეა დამოკიდებული ბიზნეს გეგმის სხვა დეტალების გარკვევა.

2. კომუნიკაცია მხარეებს შორის, ანუ დამკვეთსა და შემსრულებელს შორის უნდა იყოს საათივით აწყობილი.

ყოველი „წერტილი“, სადაც ეს დრო იხარჯება, უნდა იყოს შეთანხმებული და გააზრებული, თუ რატომაა ესა თუ ის საკითხი მნიშვნელოვანი.

დამკვეთი უკეთ ერკვევა მის საქმეში, ბიზნეს გეგმის შემსრულებელი უკეთ ერკვევა ბიზნეს გეგმის გაკეთების საქმეში. კომუნიკაცია კი აუცილებელია რგოლია, რომ ორივეს თანამშრომლობით მიღებულ იქნას სასურველი შედეგი. ხოლო თუ ამ შედეგს ინვესტორი ელოდება, ისიც უნდა საქმის კურსში იყოს, თუ რატომ უწევს ლოდინი დაგეგმილზე მეტი ხნით.

ერთადერთხელ მქონდა სიტუაცია, როცა პროექტი მივატოვე, მგონი 2017-ში იყო ეს შემთხვევა.

მიზეზი მარტივი იყო:

დამკვეთმა არა და არ მომაწოდა საჭირო ინფორმაცია პროექტის დასაწერად.

შეიძლება რადიკალური სვლა იყო (და ნამდვილად იყო), მაგრამ დავუბრუნე გადახდილი ფული, წავშალე ყველა მასალა და დავემშვიდობე!

ასეც ხდება!




(ბანერზე დააწკაპუნეთ და დარეკავთ)

კმაყოფილი დამკვეთების გრძელი სიიდან მხოლოდ რამდენიმეს შეფასებას გაგიზიარებთ: