ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

ანონსი: 20 ივნისს თბილისში Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018 ტარდება

სად ბიტკოინი/ბლოკჩეინი და სად მოძრაობა KAR.GE?

კრიტიკულად მნიშვნელოვანია გვესმოდეს შემდეგი:
ბლოკჩეინ ტექნოლოგია რამოდენიმე წელიწადში გადაატრიალებს სამყაროს როგორსაც მას დღეს ჩვენ ვიცნობთ. მოძრაობა KAR.GE-ს ამოცანაა ვიყოთ ტექნოლოგიურ ავანგარდში და სიახლეები შემოვიტანოთ ქართულ საქმეში. 2018 წლიდან ჩვენ უკვე ვმუშაობთ ამაზე. პირველი ღონისძიება, სადაც გამოსვლა მქონდა მე პირადად იყო 25 აპრილს გამართული Black Sea Blockchain Summit. ამჯერად Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018-ს ვუწევთ მხარდაჭერას და ვერთვებით მასში.

ანუ, მოძრაობა KAR.GE ღონისძიების ოფიციალური მხარდამჭერი გახდა!

 

Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018

20 ივნისს, თბილისი უმასპინძლებს საქართველოს მთავარ კრიპტოღონისძიებას – Blockchain & Bitcoin Conference Georgia 2018. ღონისძიების მონაწილეები და პარტნიორები იქნებიან ქვეყნის ბლოკჩეინ ინდუსტრიის დამფუძნებლები და პოპულარიზატორები. ღონისძიების პარტნიორები არიან ბლოკჩეინ – ინდუსტრიის დამფუძნებლები საქართველოში: Association Blockchain Georgia, Bitcoin Embassy Georgia და Blockchain Systems Institute. აღნიშნული ორგანიზაციები გახდნენ საქართველოში ბლოკჩეინის და ციფრული აქტივების ყველაზე აქტიური პროპაგანდისტები.

კონფერენციას დაესწრებიან ქართველი და უცხოელი კრიპტოექსპერტები: მეწარმეები, ინვესტორები, ბლოკჩეინ ორგანიზაციების დამფუძნებლები, დეველოპერები, სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლები, იურისტები და ეკონომისტები. სტუმრებს მიეცემათ საშუალება მიიღონ მონაწილეობა დისკუსიებში აქტუალური საკითხების მიხედვით: საქართველოში მაინინგის თავისებურების შესახებ, სახელმწიფო რეგულაციისა და სახელმწიფო მართვის შესახებ, ქვეყანაში ICO- ს ჩატარების პერსპექტივების შესახებ.

დემო ზონაში იქნება განლაგებული ცნობილი ბლოკჩეინ ინდუსტრიის წარმდგენი კომპანიები: სამაინინგო აღჭურვილობისა და ფერმების მიმწოდებლები, ICO – პროექტები, ბლოკ-პლატფორმები, ინტეგრატორები, დეველოპერები და ორგანიზაციები, რომლებიც არიან ტექნოლოგიური და ფინანსური მომსახურების მომწოდებლები.

ჩატარების ადგილი: Radisson Blu Iveria Hotel. მისამართი: ვარდების რევოლუციის მოედანი, 1.

ღონისძიება ტარდება საერთაშორისო კომპანია Smile-Expo- ს მიერ, რომელმაც ბლოკჩეინ-ღონისძიებების ქსელი შექმნა მსოფლიოს 20 ქვეყანაში. მუშაობის 12 წლის განმავლობაში მან მოიპოვა აღიარება როგორც ფართომასშტაბიანი დარგობრივი ინვენტების ორგანიზატორი ევროპაში, აზიასა და ავსტრალიაშიც კი.

ოფიციალური საიტი: https://georgia.bc.events/
Facebook გვერდი: https://www.facebook.com/BlockchainConferenceEurope/
ღონისძიების ბმული: https://www.facebook.com/events/336643433407628/

როგორ მიიღოთ მონაწილეობა: https://georgia.bc.events/ka/registraciya