სამი დღე ვფიქრობდი დამედო თუ არა ეს ინფორმაცია და ფოტოკოლაჟი. რატომ?
- ყოველ წელს დავდივარ ექსპო ჯორჯიაში ამ AGRO EXPO გამოფენაზე და წელს რომ იყო ასეთი უდღეური და უსახური გამოფენა ექსპო ჯორჯიაში ჯერ არ ყოფილა. წლიდან წლამდე უფრო და უფრო უარესი ხდება;
- ქართული ნაწარმის / კომპანიების სტენდები იყო ტირილი მოგინდებოდა ადამიანს. ფოტოები ნახეთ და მიხვდებით რასაც ვამბობ. და ეს ქართული პროდუქციის “ზონა”-ც კი ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის ორგანიზებით გაკეთდა (მადლობა მას და ბოდიში, რომ სახელი ვერ გავიხსენე ზუსტად);
- მე მესმის, რომ ბიზნესია და არ ვითხოვ არანაირ შეღავათს არასოდეს, მაგრამ ექსპო ჯორჯიას ფასები აქვს “მფრინავი” შედეგს კი აშკარად ვერ დებს! ყოველ შემთხვევაში ადგილობრივ მწარმოებლებს აშკარად არ უღირთ მასში მონაწილეობა!
https://www.facebook.com/karge.movement/posts/2244294702261872