ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ დაწესდეს City Tax სასტუმროების გადასარჩენად. დაკოტრდნენ!

ე.წ. City Tax-ის დაწესებას გვთავაზობენ სასტუმრო სექტორის “გადასარჩენად”, რომელსაც მიახლოებით 4.5 მილიარდი ლარი ბანკების ვალი აქვს აღებული და წელიწადში 140 მილიონი აშშ დოლარი პროცენტი აქვს სახდელი.

დააკვირდით … ე.ი. სასტუმროს ინვესტორებმა კრიზისი ვერ გათვალეს (არადა ყოველ 10 წელიწადში რომ ერთი სერიოზული კრიზისი უწევს ამას დიდი მიხვედრა არ სჭირდება) და იმისათვის რომ ბიზნესები პროცენტში არ წააგონ სთავაზობენ სახელმწიფოს, რომ მოდი შენ 25 წლიანი ვალი აიღე, შემომავალ ტურისტებს გადასახადი შეტენე, ამ გადასახადით კი კერძო სექტორი გადაგვარჩინეო … ტურიზმის სფეროს მნიშვნელოვანი მოთამაშეები ვართ და გვეკუთვნისო “ძმაოო” … ტურიზმის სფეროს კი წელიწადში 2,5 მილიარდი USD შემოაქვსო.

თუმცა რა გასაკვირია მათი ეს მოთხოვნა, მთავრობა ხომ “ასტიმულირებს” ეკონომიკას?
[თქვენი სტიმულირებული ეკონომიკა არ გაიშვა თვისი ფანტასტიკური ზრდით ბოლო 8 წელიწადში]
მთავრობა ხომ ხარჯავს ფულს წარმოების სექტორის სუბსიდირებაში, ვაზის სუბსიდირებაში?
ამ ფონზე ვერ გაამტყუნებ სასტუმრო სექტორს, რომ ითხოვენ და ეძებენ გამოსავალს

კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ ამ იდეის კი არა, საერთოდ მთავრობის მიერ თითის განძრევისა სასტუმროების გადარჩენის საქმეში. გასაკოტრებელი გაკოტრდეს, გასაყიდი გაიყიდოს, თუნდაც იაფად, და იყიდოს იმან, ვინც იყიდის … თუნდაც იაფად. რატომ ასე “მწარედ”?

  1. საქართველოში ტურისტი სასტუმროსთვის ნამდვილად არ ჩამოდის. სასტუმროს ტურისტი არ ჩამოყავს. სასტუმრო ერთ-ერთი მომსახურებაა, რომლითაც ტურისტი სარგებლობს. ასე რომ ნუ გვაყვედრით ბატონებო და ნუ გვიპრავებთ თქვენს გადარჩენას დარგის შემომტანობის მოტივებით;
  2. საქართველოში, ტურისტულ სექტორში სულ საუბარია მომსახურების დაბალ ხარისხზე, მაღალ ფასებზე და უკმაყოფილებაზე. გაკოტრებულ სასტუმროებს, ბევრს, იყიდის ვინმე ერთი, გააწყობს ერთ ჯაჭვში, დახვეწავს ხარისხსაც და შემცირდება ფასიც. ეს არის წმინდა ბიზნეს მიდგომა;
  3. დავუშვათ გაკოტრდაა 500 სასტუმრო. არა უშავს. 3500-ზე მეტი დარჩება და ისინი გადარჩებიან;
  4. თან რომ იძახიან ტურისტი გადაიხდის იმ ერთ ევროს დღეშიო … და ეს დიდი არააო … დავუშვათ და ტურისტი არ გადაიხდიდა იმ გადასახადს? სად წაიღებდა ფულს? აქ დახარჯავდა ხო? ე.ი. გამოდის, რომ ჩვენი ჯიბიდან უნდათ ამ სასტუმროებს ნახონ ხეირი;
  5. თან ახალ გადასახადს ითხოვენ მთავრობისგან. გადასახადის შემოღებას კი რეფერენდუმი სჭირდება საქართველოში. მთლად ასე ყანაც არ არის ეს ქვეყანა ბატონებო!

ასე რომ თითოეულმა სასტუმრომ კეთილი ინებეთ და გადარჩით თავად!

PS

ხოლო City Tax თუ მაინც შემოვა, იქედან შემოსული თანხები სხვა რამეს მოხმარდეს უნდა!