ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ჩაი მაისის კვირტი

გაიცანით ჩაი მაისის კვირტი ჟონეთიდან

ჩაი მაისის კვირტი – ამ ჩაის არსებობის შესახებ პირველად 2015 წლის ოქტომბერში სოფლის მეურნეობის გამოფენაზე გავიგე. მაშინ სამწუხაროდ ფული არ დამრჩა და ვერ ვიყიდე. სამაგიეროდ 23 აპრილს ვიყიდე „აირჩიე ქართული“-ს გამოფენა-გაყიდვაზე. ვიყიდე და ნამდვილად კმაყოფილი ვარ, ნამდვილად!

მე ჩაის მინის სპეციალურ ქილებში ვყრი და ისე ვინახავ. მუდმივად ორი სხვადასხვა ჩაი მაქვს, საუკეთესო ხარისხის, რაც კი ბაზარზე არის. ჩვეულებრივ შემოქმედის და გურიელის შავი ჩაი, ოღონდ ორივე დასაყენებელს. ჩაი მაისის კვირტი რომ თბილისში სტაბილურად იყიდებოდეს, მისი მუდმივი მყიდველი ვიქნებოდა და აი რატომ …

პროდუქტი
დააკვირდით სურათს. ეს ჩაის მტვერი კი არ არის? ეს ნამდვილი ფოთოლია. მინის ქილაში რომ ჩავყარე ისეთი არომატი აქვს, რომ მაშინ ვიგრძენი განსხვავება. რაღაცნაირი სპეციფიკური არომატი აქვს, რომელიც მომწონს.

ბრენდინგი
აი ამ ნაწილში კი მოიკოჭლებს. სახელი მომწონს – „ჩაი მაისის კვირტი“, გამოდგება დასაბრენდად, მაგრამ მოკლედ … ამ ნაწილში მისახედია კაპიტალურად.

შეფუთვა
რბილად რომ ვთქვათ დასახვეწია. დახლზე ამ შეფუთვით პროდუქტის დადება არ შეიძლება. მე კი ვიყიდი გამოფენაზე, მაგრამ მაქსიმუმ წელიწადში 2-ჯერ დამხვდეს იქ.

ვებსაიტი და Facebook გვერდი
არა აქვს, ან მე ვერ აღმოვაჩინე. მეილ მისამართიც კი mail.ru აქვს. არ მომწონს ეს, მაგრამ ვიცი, რომ გამოსწორებადია ადვილად ესენი, თუ მცოდნე ვინმე მოჰკიდებს ხელს ბრენდინგს.

ხარისხი? გემო?
ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. უმაგრესია! ჩაის გურმანები დააფასებთ.

სერტიფიცირება
მსგავსი ინფორმაცია არ მაქვს. სავარაუდოდ არ აქვს.

ასორტიმენტი
მაისის კვირტი შავი ჩაია. იქვე მწარმოებელ კოოპერატივს წარმოდგენილი ჰქონდა მოცვის ჩაიც, იგივე ტიპის შეფუთვაში.

ფასი
2.5 ლარი პირველი ხელიდან დაახლოებით 150 გრამამდე მცირე შეფუთვაში. ვფიქრობ ძალიან მისაღები ფასია. დახლზე დააბრენდილი როცა შევა ვფიქრობ 4-5 ლარის მიდამოში უნდა დაედოს ფასი 100 გრამს, იმიტომ რომ სხვანაირი ჩაია, უკეთესი ჩაია!

მწარმოებელი
თქვენ თუ ამ ტექსტს კითხულობთ, ესე იგი დაინტერესდით. ამიტომ აიღეთ ტელეფონი და პირდაპირ დაუკავშირდით მწარმოებელს:
კოოპერატივი „აგრო-ჯი“
წყალტუბოს რაიონი სოფელი ჟონეთი
592 615 675
malxaz.janelidze.66@mail.ru

ვიყიდი თუ არა კიდევ?
რა თქმა უნდა! და თქვენც გირჩევთ!

წარმატებები ბ-ნო მალხაზ!
პროდუქტი ნამდვილად კარგი გაქვთ. დანარჩენი მონდომება და განვითარებაზეა!