გაზაფხულზე სკის დათვალიერება აუცილებელია. ამ ვიდეოში მეფუტკრე გია რომანაძე გაწვდით რჩევებს თუ როგორ უნდა მოიქცეთ სკის თავის ახდამდე და ახდის შემდეგ, როგორ გააკეთოთ სკის საგაზაფხულო შემოწმება. გადასარევი რჩევებია ამ 2 წუთიან ვიდეოში. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ ამ შემოწმებას და თითოეული რჩევის განხორციელებას თავისი დრო, ადგილი და გარემოება აქვთ.
4 მთავარი რჩევა:
1. შევწამლოთ ვაროას ტკიპაზე;
2. შევამოწმოთ დედა ფუტკარის მდგომარეობს სკაში;
3. გამოვიყენოთ ხელოვნური საკვები: შაქრის სიროფი ან კანდი;
4. ამოვიღოთ გამოუყენებელი ჩარჩოები, დანარჩენი კი შევამჭიდროვოთ;
ვიდეოს ავტორია Mosavali.org, რომლის Facebook გვერდზე და YouTube არხზე უამრავი სხვა სასწავლო ვიდეოს ხილვა შეგიძლიათ. kar.ge-ზე ვიდეოს და სტატიის განთავსება ხდება მოძრაობა KAR.GE-სა და Mosavali.org-ს შორის გაფორმებული მემორანდუმის თანახმად.
ხომ არაფერს დაამატებდით?