რატომ ვქმნით KAR.GE კატალოგს სწორედ ეხლა?
- იმიტომ რომ გუშინ მობილურზე მიკავშირდება ერთი გადასარევი მოქალაქე, რომელმაც kar.ge-ზე ნახა ქართული LED ნათურის შესახებ ინფორმაცია და აინტერესებდა სად ეყიდა იგი. ცხადია კომპანიის საფირმო ობიექტის ინფორმაცია მივაწოდე. კაცი კმაყოფილი დარჩა;
- იმიტომ რომ 5 დღის წინ მობილურზე მიკავშირდება სავაჭრო მარკეტის მეპატრონე, რომელსაც აინტერესებს ქართული ფქვილის მწარმოებლების კონტატები, რომ დაუკავშირდეს და თავის მაღაზიაში შეიტანოს. სამწუხაროდ ვერაფრით დავეხმარე, ვინაიდან დაფასოებული ფქვილის მწარმოებლების ინფორმაცია არ მაქვს [ჯერ];
- იმიტომ რომ სამი დღის წინ მირეკავს დისტრიბუტორი და აინტერესებს თავის ქსელში ქართული საკონსერვო პროდუქციის შეტანა. მივაწოდე იმ კომპანიების [2] კონტაქტი, რომელიც მქონდა;
- იმიტომ რომ 1 თვის წინ გვირეკავს ექსპორტიორი, რომელსაც თურქმენეთში და ირანში სურს ქართული ჩაის წაღება, ვერ პოულობს მეჩაიეების კონტაქტებს და მირეკავს სწორედ ამისთვის. 12 ჩაის მწარმოებლის კონტაქტი მივაწოდე. ვისაც ვიცნობდი პირადად დავურეკე და ამ ადამიანის ტელეფონი მივაწოდე;
- იმიტომ რომ ელექტრონული ფოსტით 1 კვირის წინ მიკავშირდება მარკეტის მეპატრონე, რომელსაც სურს ქართული ზეთი შეიტანოს თავის მაღაზიაში. სამწუხაროდ იმედი გავუცრუე როცა ვუთხარი, რომ ზეთი ქართული ერთი ვიცი [არარაფინირებული კახური], რომელსაც ვერც კი მოვაგენი ჯერ;
- იმიტომ რომ რამოდენიმე დღის წინ მირეკავს კოლეგა და მეკითხება ჩურჩხელის მწარმოებლების კონტაქტებს [კორპორატიული საჩუქრებისათვის უნდა]. მივაწოდე 3 კომპანიის შესახებ ინფორმაცია, რომლებიც გამაჩნდა;
- იმიტომ რომ მირეკავს მოქალაქე და მეკითხება ამათუ იმ პროდუქტებზე თუ რომელია ქართული და რომელი არა. გრძელი საუბრის შემდეგ დავარწმუნე თუ რა ღრმად ვზივართ ლომის უკანალში;
- იმიტომ რომ მირეკავს 3 დღის წინ მომხმარებელი და აინტერესებს ტონანახევრიანი პლასტმასის ავზი. ვამისამართებ კომპანიისკენ, რომლის პლასტმასის ავზები გაშუქებული გვაქვს kar.ge-ზე;
- იმიტომ რომ მირეკავს 3 თვის წინ ექსპორტიორი, რომელსაც აინტერესებს ყაზახეთში ქართული კონსერვების, ჩირების, ჩურჩხელების და ა.შ. მწარმოებლების კონტაქტები, რომ ექსპორტზე გაიტანოს. ინტერნეტში კი ვერაფერი იპოვა. შეხვედრაზე 5 საათი ვისაუბრეთ, შემდეგ კი 43 კომპანიის ინფორმაცია მივაწოდე;
- იმიტომ რომ Facebook-ით ვესაუბრები ექსპორტიორს, რომელსაც ევროკავშირში გააქვს პროდუქცია და ვსაუბრობთ იმაზე თუ რამდენად არასანდოა ქართუველი მიმწოდებელი ბიზ[მ]ესმენი, რომელიც მუდამ მოტყუებას ცდილობს და დამპალ პროდუქტს უგზავნის ექსპორტზე!
- იმიტომ რომ 2 კვირის წინ მირეკავს ჟურნალისტი და მთხოვს ქართული კომპანიების საკონტაქტო პირების ინფორმაციას, რომ მათგან ინტერვიუ აიღოს. გამიზიარა, რომ ინტერნეტით ვერაფერი იპოვა. ცხადია დავაფიქსირეთ, რომ აქაური კომპანიების ხელმძღვანელთაა 90% აზრით მარკეტინგი უსარგებლო საქმიანობაა. ცხადია დავეხმარე;
- იმიტომ რომ 1 კვირის წინ მირეკავს ბიზნეს მომსახურების მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენელი და მთხოვს კომპანიების კონტაქტებს, რომ მათ სარეკლამო შეთავაზებები გაუგზავნოს. რა თქმა უნდა არაფერი არ მივაწოდე;
- იმიტომ რომ მირეკავს მეწარმე და აინტერესებს დისტრიბუტორების და სავაჭრო წერტილების საკონტაქტო ინფორმაცია, სადაც შეიძლება თავისი პროდუქტი შეიტანოს. რაც შემეძლო მივეხმარე;
- იმიტომ რომ 10 დღის წინ მირეკავს პარტნიორი მეწარმე და ხის ყუთების დამამზადებელი ხელოსნების ინფორმაციის მიწოდებას. მხოლოდ ერთის შესახებ მქონდა ინფორმაცია. ვიკითხე ჩემს Facebook პროფილში და ერთ საათში კომპანიას 9 ხის ხელოსნის ინფორმაცია მივაწოდე;
- იმიტომ რომ მიკავშირდება kar.ge-ს მომხმარებელი და მთხოვს იქნებ პროდუქტების მიმოხილვები კატეგორიებში ჩავალაგო, რომ უფრო ადვილი იყოს პროდუქტების მოძიება ვებსაიტის სტუმრისათვის;
ვაღიარებ, აღარ მინდა ამდენი ადამიანი ასეთი წვრილმანებისათვის წვალობდეს, მირეკავდეს. მათ უნდა უფრო ადვილად შეეძლოთ ამ ინფორმაციის მიღება, ბოლო-ბოლო 21-ე საუკუნეა. KAR.GE კატალოგში დავალაგებთ გამორჩეულ კომპანიებს და თქვენც გეშველებათ და ჩვენც!
აი ამიტომ!