ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
მეწარმეთა სკოლა

ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლა – STARTUP-ების დაფინანსების შანსი

… თუ თქვენ ხართ ახალგაზრდა …
… და ცხოვრობთ საქართველოს 20 რეგიონში ან თბილისში …
წნორი, საგარეჯო, დუშეთი, მარნეული, გორი, ქარელი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი და მესტია
… მაშინ აჰა თქვენ შანსი დაიწყოთ ბიზნესი და მოიპოვოთ დაფინანსება!
‘’ახალგაზრდების სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების, დასაქმებისა და შემოსავლის გენერირების მხარდაჭერის პროექტი საქართველოში’’ იწყებს თავისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულების –  ახალგაზრდების თვითდასაქმების ხელშეწყობის კომპონენტის განხორციელებას. YES-Georgia ხორციელდება ფონდი ‘’კრისტალის’’ მიერ ‘‘’PH International’’ (ადრე ცნობილი, როგორც „Project Harmony’) და სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალთან’’ პარტნიორობით ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) და  სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’  ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების თვითდასაქმებას და დასაქმებას ახალგაზრდებში სამეწარმეო უნარ-შესაძლებლობების განვითარებით, მათ მიერ შექმნილი მცირე საწარმოების გაძლიერებით, ცოდნის და უნარების მიღების ინოვაციური საშუალებებით და თვისობრივად ახალი ინიციატივების წამოწყებით, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეკონომიკურ გაძლიერებას. ახალგაზრდების თვითდასაქმების ხელშეწყობის კომპონენტს უძღვება პროექტის პარტნიორი – სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია “კრისტალი”, რომელმაც თავის “ახალგაზრდა მეწარმეთა სკოლაში”  აცხადებს 17-დან 25 წლამდე ასაკის ახალგაზრდების  მიღებას ტრეინინგების კურსზე – „ახალგაზრდების მეწარმეობა“.

ტრეინინგების კურსი შედგება 2 ეტაპისგან

1-ელ ეტაპზე მოხდება ახალგაზრდებისთვის გადაწყვეტილების მიღების, თვითმართვის და მართვის, დაგეგმვის, რაციონალური ანალიზის, სამუშაოსთვის მზაობის და სხვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი უნარების განვითარება ის მსმენელები, რომლებიც წარმატებით გაივლიან 1-ელ ეტაპს, გადავლენ მე-2 ეტაპზე და შეისწავლიან  ბიზნესის წამოწყების (ბიზნეს-გეგმა) და საინვესტიციო პროექტების მომზადებას და გამოიმუშავებენ ბიზნეს წინადადების პორტფელიოს ინვესტორთან  წარდგენის უნარებს .

მე-2 ეტაპზე ტრენინგის მონაწილენი მომზადებულ ბიზნეს პროექტებს (ინდივიდუალურს და/ან ჯგუფურს)  და წარადგენენ დასაფინასებლად სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ მიერ საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო კომისიის წინაშე, რომელიც შეარჩევს საუკეთესო ბიზნეს გეგმებს და გააცნობს მას ინვესტორებს საგანგებოდ შექმნილი საინვესტიციო მექანიზმის (‘’crowdfunding”) საშუალებით, რის შემდგომაც მოხდება საუკეთესო ბიზნეს-პროექტების დაფინანსება დაინტერესებული ინვესტორის მიერ და/ან თანადაფინანსება სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ მიერ. ახალდაწყებულ ბიზნესებს მენტორინგს და საკონსულტაციო დახმარებას გაუწევს სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ კვალიფიციური წარმომადგენლები და ასევე მისი წარმატებული კლიენტები, რომლებიც მართავენ საინტერესო საწარმოებს და გამოხატავენ მზაობას მხარში დაუდგნენ და მენტორობა გაუწიონ ახალგაზრდა მეწარმეებს. ტრეინინგების კურსში მონაწილეობა შეუძლიათ ახალგაზრდებს,  რომელთა ასაკი 17-25 წელია და რომელთაც პიროვნული განვითარების და ბიზნესის მართვის ცოდნის მიღების და ახალი მცირე ზომის საწარმოს შექმნის სურვილი აქვთ კურსი ჩატარდება თბილისსა და შემდეგ მუნიციპალიტეტებში: წნორი, საგარეჯო, დუშეთი, მარნეული, გორი, ქარელი, ქუთაისი, სამტრედია, ხონი, ვანი, მარტვილი, ხობი, სენაკი, ზუგდიდი, ჩხოროწყუ, წალენჯიხა, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ფოთი და მესტია.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წერსით და მითითებული ლოკაციების მიხედვით.  კურსი ჩატარდება 3 თვის განმავლობაში, კვირაში ორჯერ ან სამჯერ (სასწავლო დროის გადანაწილების შესაბამისად) თბილისსა და საქართველოს 20 ზემოთ აღნიშნულ მუნიციპალიტეტში მდებარე სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ ოფისებში.   ტრეინინგების კურსში  მონაწილეობა უფასოა. კურსის დამთავრების შემდეგ ყველა მონაწილეს გადაეცემა სერთიფიკატი, ხოლო საუკეთესო ბიზნეს-პროექტების თანადაფინანსება მოხდება სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ‘’კრისტალის’’ და/ან სხვა დაინტერესებული ინვესტორების მიერ.

ნახეთ პრეზენტაცია …

 

დაინტერესებულმა პირებმა 2016 წლის 28 თებევრლის 17:00 საათამდე უნდა შეავსონ სააპლიკაციო ფორმა შემდეგ ბმულზე.