ჩემთვის ვფიქრობდი ამას წინათ …
კალათბურთს ხომ მარტო 5 კაცი არ თამაშობს? ხომ არის სათადარიგოთა სკამი? კარგი, დავუშვათ ტოპ ხუთეულში არ მოხვდა, მაინც ხომ არის რაღაც მცირე შესაძლებლობა, რომ ზაზამ ითამაშოს რამოდენიმე წუთი მაინც? ბოლო-ბოლო ბოლო 4 დღის განმავლობაში ყველაზე მეტი – 468,526 ხმა მოიპოვა? და აი ისიც … ყოფილა მცირე, მაგრამ მაინც შანსი …
მიუხედავად იმისა, რომ ზაზას 14 228 ხმა დააკლდა ტოპ სამეულში მოსახვედრად მოდით ვაღიაროთ მარტივი ჭეშმარიტება: ჩვენ NBA-ს ვანახეთ რა შეგვიძლია ერთად!