ჩვენი 2,000,000+ აუდიტორია მოუთმენლად ელის გაიცნოს & იყიდოს თქვენი ნაწარმი!
ღვინის სამშობლო

სამეცნიერო კვლევა იმის დასადასტურებლად რომ ღვინის სამშობლო საქართველოა

არ ვიცი რამდენად მართალია [წყარო კი სერიოზულია, ფაქტია], მაგრამ როგორც 2016 წლის 4 იანვარს Georgia Today-ზე დაწერილი ეს სტატია იუწყება ეროვნული ღვინის ადმინისტრაციის ინიციატივით NASA ატარებს შესწავლას, რომელმაც უნდა დაადასტუროს რომ სწორედ საქართველოა ღვინის სამშობლო. ჰმ, რა გითხრათ … მოხიბლული ვარ ღვინის ადმინისტრაციის ძალისხმევით, მაგრამ ვერაფერი მის ვებსაიტზე ვერ ვნახე. თუ ასეთი სერიოზული კვლევა მიდის ღვინის სააგენტოს ვებსაიტზე არაფერი ნახსენები რატომ არაა?

არადა შედეგები უნდა ცნობილი ყოფილიყო 2015 წლის დეკემბერში [ყოველ შემთხვევაში სტატიაშია ესაა ნათქვამი]. ნებისმიერ შემთხვევაში ველი მოუთმენლად.

 

თქვენ რას ფიქრობთ?

NASA-ს „დასტური“ რეალურად რას შეცვლის?