The Telegraph-ის სპორტის განყოფილებამ ვასილ ლობჟანიძე იმ საუკეთესო 15 ყველაზე ახალგაზრდა მორაგბეს შორის დაასახელა, რომელთაც მსოფლიო ჩემპიონატზე თავი გამოიჩინეს. 15 ახალგაზრდა მეტეორი – ასე მონათლა Mick Cleary-მ ეს სიმბოლური ნაკრები, რომელთაგან თითოეული 25 წლამდე ასაკისაა და 20-ზე მეტი მატჩი არ უთამაშია ეროვნულ ნაკრებში.
ვასილ ლობჟანიძე ასე ჰყავს დახასიათებული ჟურნალისტს: ეს კაცი რომ Kiwi-ში დაბადებულიყო უკვე სუპერვარსკვლავი იქნებოდა იმის გამო, რომ 18 წლისა და 340 დღის ასაკში მსოფლიო ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში გამოჩნდაო.
ცნობისათვის, ეს ის თამაში იყო, რომელიც საქართველოს ნაკრებმა პირველი ითამაშა მსოფლიოზე და ტონგას ძლიერი ნაკრები დაამარცხა.
აქ გაიცანით თხუთმეტივე ახალგაზრდა „მეტეორი“, რომლებიც The Telegraph-მა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა.