როგორ უნდა აკეთო ქართული საქმე მსოფლიო მასშტაბით?
საამისოდ ამ დღეებში #NBAVOTE Zaza Pachulia უნდა აკრიფოთ Facebook-ში 24 საათში ერთხელ, რომ ზაზამ All-Star 2016-ში ითამაშოს. ეს 18 იანვრამდე. მუდმივ რეჟიმში კი ქართული წარმოების პროდუქტები უნდა იყიდოთ თუ გინდათ, რომ გადახდილი ფულით ქართული ბიზნესი განვითარდეს, იქ დასაქმებულმა საქართველოს მოქალაქემ მიიღოს ხელფასი და ქვეყანა განვითარდეს გადახდილი გადასახადებით. … ეს რა თქმა უნდა თუ თქვენ ჩვენი მეგობარი ხართ და არა დათვის …
სწორედ ამიტომ მხურვალე მადლობა დავით ჩიკაშუას ქართული საქმის კეთებისათვის. დავითი ლიტვაში ოჯახთან ერთად ცხოვრობს და ეს ორი ფოტო ამ ახალი წლის დღეებში გამოგვიგზავნა.
უცხოეთში მაცხოვრებელო ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები და გამომიგზავნეთ. საზღვარგარეთ გაყიდული თითეული ქართული პროდუქტისგან შემოსული ფული ქართულ ბიზნესს ავითარებს, ეს ავტომატურად ქართულ სახელმწიფოს ავითარებს და შედეგად საქართველოში მყოფი ადამიანი საქმდება და იღებს ხელფასს. რაც მეტი დოვლათი შემოვა ქვეყანაში ექსპორტის შედეგად, მით უკეთესია ეს ამ ქვეყნის თითოეული მაცხოვრებლისათვის.
ეს არის ნამდვილად საამაყო საქმე!
იამაყეთ ქართულით!