ძალიან მაგარი აქციის შესახებ მინდა გითხრათ …
ასე რომ, მოემზადეთ 🙂
გუშინ ჩემი Facebook მეგობარი თათია ქართველიშვილი შემეხმიანა და ერთი მეტად საინტერესო აქციის შესახებ მომაწოდა ინფორმაცია. როგორც აღმოჩნდა თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული ინოვაციური მეწარმოების სკოლის ინიციატივით ტარდება ორ თვიანი ტრენინგები 100 მსურველისთვის. შესარჩევი ეტაპის ფარგლებში მონაწილეები 3 კაციან ჯგუფებად დაყვეს და მისცეს 4 თემა, რომლიდანაც ერთ-ერთზე უნდა გაეკეთებინათ პროექტი. ამ თემებიდან, თათიამ და მისმა მეგობრებმა აირჩიეს ქართული პროდუქტის პოპულარიზება და გადაწყვიტეს შემდეგი:
30 დეკემბერს დიღმის გუდვილში აქცია იმართება, სადაც მოსულ მყიდველებს თათიას გუნდის წევრები შესთავაზებენ იყიდონ ნებისმიერი ქართული წარმოების პროდუქტი და აჩუქონ ბავშვთა სახლის ბავშვებს. შეგროვილი პროდუქტების ბავშვთა სახლ – „ლამპიონ“-ში ტრანსპორტირებას გუნდის წევრები უზრუნველყოფენ.
თუ დიღმის გუდვილში მოხვდებით და თათიას მოძებნა დაგჭირდებათ, აი მისი საკონტაქტო ინფორმაციაც: თათია ქართველიშვილი, 598 940 920, tatiakartvelishvili92@gmail.com
დღეს ჩვენი 30 დღიანი გამოწვევის ბოლო – 30-ე დღეა და მე ასე გადავწყვიტე დაგვირგვინება: დღეს მივალ გუდვილში, ჩემს წვლილს შევიტან ახალგაზრდების ამ დიდ საქმეში. ანუ ვიყიდი რომელიმე ქართული წარმოების პროდუქტს, გადავუღებ სურათს kar.ge-ზე სტატიისათვის. პროდუქტებს კი საქველმოქმედო „გზას გავუყენებ“.
თქვენც იყიდეთ ქართული და გახდით ქველმოქმედი 🙂