ქართულია & kar.ge-ა!
ბევრისთვის არაა უცხო, აგარაკზე ან სოფლად წყლის პრობლემა – თუ გინდა სოფლად ისეთი ელემენტარული კომფორტი, როგორიც ცხელი წყალია, მაშინ წყლის დიდი ავზი აუცილებლად გჭირდება, რადგან 24 საათიანი წყალმომარაგება მხოლოდ თბილისის და ერთეული ქალაქების ფუფუნებაა …
თუმცა კახეთში 200-500 ლიტრიან და ტონიან ავზებს, სხვა გამოყენებაც მოუძებნეს – თურმე მასში შესანიშნავად იწურება ღვინო, არც ძვირია, ადვილი გასარეცხია და რაც ყველაზე მთავარია, ვერაფრით გატეხავ …
ეს “ტექნოლოგია” ბევრისთვის ნამდვილად არ იქნება აღმოჩენა, თუმცაღა ჩემთვის აღმოჩენა იყო ის ფაქტი, რომ ასეთი პლასტმასის ავზები და არა მარტო დიდები, პატარებიც, 5 ლიტრიდან ზევით – თურმე საქართველოშიც იწარმოება …
ამჯერად კიდევ ერთ სუფთა ქართულ წარმოებაზე უნდა გესაუბროთ. აქ ფულიც კი ქართულია!
კომპანია ნოვამ, იტალიური ტექნოლოგიებით და დანადგარებით საქართველოში დაიწყო პლასტმასის ავზების წარმოება. ეს ავზები, როგორც კახელი გლეხები ამბობენ, თურქულს გაცილებით ჯობია: არ იქერცლება, თან სამშრიანია და ყელიც უფრო განიერი აქვს და შუაშიო. ეს უკანასკნელი ცოტა შემეჭვდა და კომპანიაში გადავამოწმე-სიმართლე აღმოჩნდა. მითხრეს, რომ მათ აქვთ საშუალება, მომხმარებლის მოთხოვნებს მოარგონ ავზის ფორმა და სწორედ ამით მოიპოვეს ბაზარზე კონკურენტული უპირატესობა …
ნოვას მიგნება არ გაგიჭირდებათ, თბილისში ელიავაზე -აგლაძის 45, ბათუმში კი ერისთავის ქუჩაზე დაგხვდებათ თანამედროვე შოურუმი, სადაც ქართული წარმოების ავზები, კასრები და თუნუქის სახურავებიც კი დაგხვდებათ!
დაძებნეთ, იყიდეთ, სცადეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ, თქვენ ხომ ამით კომპანიის 200-მდე თანამშრომელს გადაუხდით ხელფასს…
PS
თუ პლასტმასის ავზების შესახებ დამატებითი ინფორმაცია დაგაინტერესებთ:
რ. აგლაძის 45, თბილისი, საქართველო
პ. ბაგრატიონის 105 ბ, ბათუმი, საქართველო
+995 32 200 33 33
nova@nova.ge
http://nova.ge