ქართულია & kar.ge!
მეორე დღეს მინდა გაგაცნოთ სუდანის ვარდის ფოთლების ჩაი, ხალხში ცნობილი როგორც კარკადე. მას „ფარაონების სასმელს“, „რომაელი იმპერატორების ჩაის“ სახელითაც მოიხსენიებენ.
სასარგებლო თვისებები მას ბევრი გააჩნია, მათი მცირედი ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: იგი არეგულირებს წნევას, ამაგრებს სისხლძარღვებს, ხელს უწყობს ორგანიზმის გაწმენდას, აუმჯობესებს ნივთრებათა ცვლას, ატონიზირებს ორგანიზმს. აქვე უნდა ავღნიშნო ძალიან საინტერესო ფაქტი: ცხელი კარკადეს ჩაი წნევას წევს მაღლა, ხოლო ცივი დაბლა. კარკადეს ოდნავ მომჟაო მოტკბო გემო მას განსაკუთრებულ მომხიბვლელებას მატებს. მისი მიღება შეგვიძლია როგორც შაქრით ასევე უშაქროდ.
კარკადე არის სუდანის ვარდის ფოთლები, რომელიც საქართველოში არ მოდის. შპს „ესპრესო ჯორჯია“ ახორციელებს პირველადი პროდუქტის იმპორტს და ხოლო საბოლოო გადამუშავება ხდება უკვე საქართველოში. 80 გრ. ღირს სულ რაღაც 1.5 ლარი რაც სრულებით მისაღებია რადგან საკმაოდ გემრიელი ნაყენის მომზადების საშუალება მომცა და ენერგიით ამავსო.
დაძებნეთ, იყიდეთ, გასინჯეთ და თქვენი აზრი გაგვიზიარეთ : )
მადლობა რომ კითხულობთ ამ ტექსტს. პატივი ვცეთ ქართულ წარმოებას და ვიყიდოთ ქართული წარმოების პროდუქცია, იმიტომ რომ ამით საკუთარ თავს ვეხმარებით.