ყოველი ქართული ბიზნესის წინსვლა ძალიან მახარებს და აი კიდევ ერთი მაგალითი.
ჩირკოლადი ყველამ ვიცით. სწორედ ჩირკოლადის ცხოვრებაში მოხდა მოვლენა, რომელიც თავისთავად იმდენად მნიშვნელოვანია, რომ აუცილებლად გასაზიარებელია როგორც კონკრეტული წარმატებული ისტორია, თუ როგორ ხდება საერთაშორისო გამოცდილების გაზიარება. მე ვთვლი, რომ სწორედ ეს არის განვითარების გზა.
ჩირკოლადში ჰოლანდიელი ექსპერტის – Joseph Muskens-ის ჩამოყვანა მოხდა ჰოლანდიის არასამთავრობო ორგანიზაცია PUM ის ხელშეწყობით. ჩატარდა ერთგვარი კონკურსი, სადაც ჩირკოლადმა გაიმარჯვა და შედეგად მოხდა ექსპერტის მოწვევა.
რატომ?
რა თქმა უნდა სწავლება. მთავარი ამოცანა იყო არსებული საწარმოს სრულყოფა, დასახეს ახალი საწარმოს შექმნის გეგმა, რის შესახებაც შედგა მოხსენება.
ბატონი Joseph 2016 წლის მაისიდან კვლავ დაბრუნდება ჩირკოლადის საწარმოში . დაიწყება ინტენსიური ტრენინგები ადგილობრივ ფერმერებთან ნედლეულის ხარისხის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით. ამავდროულად დაიწყება ახალი საწარმოს შექმნაც.
წარმატებები ვუსურვოთ გამრჯე ადამიანებს რომლებიც უნიკალურ პროდუქტს აწარმოებენ!