28-29 ნოემბერი
ძველი ქარვასლა, სიონის #8
ძველი ქარვასლა 28-29 ნოემბერს საშობაო ბაზრობას [28-29 ნოემბერს საშობაო?] მასპინძლობდა , სადაც ხელნაკეთი და სხვადასხვა სასაჩუქრე ნივთები ფასდაკლებით იყო გამოტანილი. დღეს მინდოდა ჩემი თვალით მენახა და თან ადგილზე ერთი საქმიანი შეხვედრაც იქ დავნიშნეთ. რაც მე იქ ვნახე შეიძლება გამოიხატოს ორ სიტყვაში ასე: უნიკალური პროდუქცია, რომელსაც არ ჰყავს მყიდველი!
თქვენი თვალით დაათვალიერეთ სურათები. ვეცადე ყველაფერი გადამეღო. უნიკალური პროდუქციაა, მართლა. უზარმაზარი შრომაა ჩადებული თითოეულ ნაკეთობაში, თითოეულის მიღმა თავისი უნიკალური ისტორიაა, მაგრამ … ერთია შექმნა შედევრი, სულ სხვაა იგი გაყიდო.
მე არ ვარ ასეთი პროდუქციის მყიდველი, მაგრამ რამოდენიმე უცხოელი ნამდვილად იყო მოსული და ათვალიერებდა. იმ 1 საათს განმავლობაში რაც მე იქ ვიყავი ცოტა ხალხი იყო, ალბათ იმიტომ რომ უკვე 4-ს იყო გადაცილებული. თუმცა იმ ადამიანებმა, ვინც იყვნენ ხელი ნამდვილად დაიმშვენეს.