უღრმესი მადლობა ანა ტრაპაიძეს ამ ფოტოების გამოგზავნისათვის. ანა ბერლინში ცხოვრობს და ერთ დღესაც Ledo Market-ს ესტუმრა, სადაც ქართული პროდუქტები არა მხოლოდ აღმოაჩინა და შეიძინა, არამედ სურათებიც გადაუღო და გამომიგზავნა.
TMT-ს უგემრიელესი პროდუქცია მე პირადად პირველად დაახლოებით 1 წლის წინ გამოფენაზე – „აირჩიე ქართული“ გუდვილში გავიცანი. ეს არის ექსპორტზე ორიენტირებული ქართული კომპანია, რომლის პროდუქციასაც გუდვილში ბლომად შეხვდებით. უგემრიელესი ყვითელი ტყემალი შევიძინე მაშინ. kar.ge-ზე კი ამ კომპანიის უგემრიელესი სამარხვო ტკბილეულიც გვაქვს გაშუქებული.
უცხოეთში მაცხოვრებელო/მოგზაური ჩვენებურებო: აღმოაჩენთ დახლზე ქართულ პროდუქტს? გადაუღეთ სურათები, გამომიგზავნეთ და განვათავსებ kar.ge-ზე. ჩაერთეთ კარგი ქართული საქმის კეთებაში! ყიდულობ ქართულს? ე.ი. ასაქმებ ამ ქვეყნის მოქალაქეს, აძლიერებ ჩვენებურ ბიზნესს და აძლიერებ ჩვენს სახელმწიფოს! დაიმახსოვრეთ ეს!