იყიდება საქართველო …
რა რიტორიკაა …
ხშირად გვსმენია სხვადასხვა ნაწარმოებში ეს ფრაზა
არადა
წარმოიდგინეთ ვითომ მართლა იყიდება საქართველო …
რამდენი უნდა გადაიხადოს მყიდველმა?
ცხადია დაითვლიან მიწებს, ქონებას და ა.შ. …
გაზომავენ, რაც გაზომვას ექვემდებარება ..
მაგრამ არსებობს ერთი … არამატერიალური … სახელი, იმიჯი, ბრენდი …
ის რაც არ ჩანს, მაგრამ ფასეულია …
და ადვილადაც არ იზომება…
ეს არის ბრენდი …
ბრენდი „საქართველო“ …
რომელიც ასევე ფული ღირს …
და როგორც ჩანს არც ისე ბევრი …
არსებობს ასეთი ორგანიზაცია – Brand Finance, რომელიც უკვე წლებია იკვლევს და ფინანსურ მაჩვენებლებში აფასებს თუ რა ღირს ნაციონალური ბრენდი – ქვეყნის დასახელება. მაგალითად:
ბრენდი აშშ – 19,7 ტრილიონი აშშ დოლარი
ბრენდი ჩინეთი – 6,3 ტრილიონი აშშ დოლარი
ბრენდი გერმანია – 4,1 ტრილიონი აშშ დოლარი
ბრენდი გაერთიანებული სამეფო – 3 ტრილიონი აშშ დოლარი
ბრენდი იაპონია – 2,5 ტრილიონი აშშ დოლარი
და ა.შ. ნახეთ ამ კვლევაში.
ბრენდი „საქართველო“ რა ღირს?
ნეპალსა და ჰონდურასს შორის საპატიო 93-ე ადგილი გვიჭირავს …
12 მილიარდი აშშ დოლარი ვღირვართ …
მეტი არა …
ასე რომ „იყიდება საქართველო“ და თავის ფასიც აქვს …
არაფერს იტყვით?