მეგრელი სამუშაოს ეძებს. მიდის სუპერმარკეტში და მენეჯერად დანიშვნას ითხოვს. უარი უთხრეს. კრიზისია და ისედაც არ გვყავს მყიდველიო. ძალიან შეეხვეწა, გამოსაცდელი ვადით მაინც დამტოვეთ და გიჩვენებთო. აიყვანეს და 1 კვირა მისცეს.
2 დღის შემდეგ გაყიდვები საგრძნობლად გამოცოცხლდა. მყიდველიც ბუზივით ეხვევა. ყველა თანამშრომელი გაოცებულია და შურით აკვირდებიან. დირექტორმა დავალება მისცა ერთ-ერთს … ჩუმად დააკვირდი ასეთს რას აკეთებსო, როგორ იზიდავს ამდენ კლიენტსო.
ერთ დღესაც შემოდის კლიენტი. მივა მასთან მეგრელი და გამოელაპარაკება. ის თანამშრომელიც იქვეა ატუზული. ესმის, რომ მყიდველი ითხოვს ანკესს. წამოიყვანა მეგრელმა და შეურჩია 3 ცალი, ხარისხიანი ანკესი, მოზრდილი ქვაბი, თეფშები, ჭიქები, 3 ბოთლი არაყიც ჩაულაგა. გვერდზე განყოფილებაში 3 დასაკეცი სკამი და მაგიდა აარჩევინა. მერე ერთი მოტოციკლეტი შეურჩია, ფული გადაახდევინა, მოტოციკლეტში ჩაულაგა. კლიენტი წავიდა მაგარი გახარებული და კმაყოფილი. თამამშრომელმა ეს ინფორმაცია დირექტორს მიუტანა.
დირექტორი მიდის მეგრელთან და ეუბნება:
-მალადეც ძმაო შენ. კაცი ანკესზე მოვიდა, შენ კი ნახევარი სუპერმარკეტი გაყიდე. მიღებული ხარ მუდმივ სამსახურში.
-არა ბატონო, რა ანკესი. მაგი ცოლს გამოუგზავნია ტამპაქსზე და მე ვურჩიე ერთი კვირა სახლში უსაქმოდ გდებას, აგერ ანკესებია, ძმაკაცები გეყოლება და სათევზაოდ წადით, უხას მოხარშავთ, არაყს დალევთ და მომავალშიც გამოგადგება ეს ყველაფერიც.
🙂 🙂 🙂 🙂 🙂
** სურათზე მეგრელის პერსონაჟის ავტორია ზალიკო სულაკაური: http://zaliko.com/