2015 წლის 26 სექტემბერს 11:00 ქარვასლაში ხარისხიანი ქართული პროდუქტების ორ დღიანი გამოფენა-გაყიდვა – “kar.ge ქართული ქარვასლა” იხსნება. ორგანიზატორები არიან მოძრაობა kar.ge და სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა. ღონისძიების მიზანია ხარისხიანი ქართული წარმოების პროდუქტების წარმოჩენა და პოპულარიზება. გამოფენა-გაყიდვა 26 და 27 სექტემბერს 11:00-19:00 საათებში იწარმოებს. გახსნა შაბათს, 26 სექტემბერს, 11:00.
ღონისძიების მხარდამჭერები არიან საქართველოს ფერმერთა ასოციაცია და სარეკლამო კომპანია პატიოარტი. მედია მხარდამჭერები არიან: TV მაესტრო, რადიო პოზიტივი, რადიო იმედი, რადიო აფხაზეთის ხმა, რადიო დარდიმანდი, Agrokavkaz.ge, Kulinaria.ge, Myrest.ge, vitube.ge.
გამოფენა-გაყიდვაზე მომხმარებელთა წინაშე თავიანთ ხარისხიან პროდუქციას წარმოადგენენ ქართული კომპანიები: შემოქმედი, ბიო-ფრეში, sunflower, წვენი ბოტანიკა, ბებოს ჩურჩხელა, ქართული კარტოფილის ჩიფსი Frixx, ქართული წინდა, ნაყინი ლიდერი, AGMicroelectronics, ტკბილი ქვეყანა, მითანა, ი.მ ვალერი ბოგვერაძე – ნამცხვრები, მოლისანი, kula, ბებოს ლავაში, Meda Bright, საირმე, Kräuter & Gotsi, კახური ტრადიციული მეღვინეობა, ჩირკოლადი, ნიკორა, კრისტალი. 2 დღიან ღონისძიებაზე დაგეგმილია ქართული წარმოების პროდუქციის გამოფენა, დეგუსტაცია, გაყიდვა, ჩეკების გათამაშება მყიდველებისათვის, ახალი პროდუქტების პრეზენტაციები, მხიარულება, ქართული მუსიკა. ასევე ბლოგერების, მონაწილე კომპანიებისა და პარტნიორების დაჯილდოვების ცერემონიები.
საკონტაქტო პირი: ტარიელ ზივზივაძე
პოზიცია: მოძრაობა kar.ge დამფუძნებელი
ტელეფონი: 577 73 79 64
ელ.ფოსტა: 3k@kar.ge
ვებსაიტი: http://kar.ge/3k/
FB: https://www.facebook.com/karge.movement
მისამართი: ც. დადიანის 7, სავაჭრო & ბიზნეს ცენტრი ქარვასლა