გაიხარეთ 🙂
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ლას-ვეგასში, თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე, 57 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. მან 4 მეტოქის – იტალიელის, ბულგარელის, ყაზახის და მონღოლის შემდეგ ფინალში ირანელი მსოფლიო ჩემპიონი ხასან რახიმი დაძაბულ ბრძოლაში 5:4 დაამარცხა და ოქროს მედალი მოიპოვა.
ქართველებმა ამ მსოფლიო ჩემპიონატზე სულ 4 მედალი – ერთი ოქრო და სამი ბრინჯაო მოიგეს და შესაბამისად, რიო დე ჟანეიროს 2016 წლის ოლიმპიადის 4 ლიცენზიაც მოიპოვეს.
ნახეთ გამარჯვების ვიდეო …
https://www.youtube.com/watch?v=vNEIu2ipwpQ
ძალიან განიცადა ხასან რახიმმა. ეს რეაქცია ვინმეს სისუსტეში არ აგერიოთ. ასე მხოლოდ ვაჟკაცებს შეუძლიათ! ხასანმა ურთულესი ბრძოლები გადაიტანა და ფინალში ბოლო წამებზე წააგო. ჩემი პატივისცემა, დამარცხებულ ირანელ ლომს!