რამოდენიმე დღის წინ ამ ანონსის დადებისას დაახლოებით კი ვხვდებოდი რაში იყო საქმე, მაგრამ ბოლომდე მხოლოდ პრეზენტაციაზე გავიგე. სწორედ ამიტომ მინდა მოკლედ ჩემი შთაბეჭდილება გადმოგცეთ. ეს იყო საქმე + სიამოვნება. თან პირველად ვიყავი სტეფანწმინდაში.
ENPARD ევროკავშირის პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში სოფლის მეურნეობის ახალ დონეზე გაყვანას. პროექტი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით საქართველოს მასშტაბით ხოციელდება და იმდენად წარმატებულად მიმდინარეობს, რომ გადაწყდა კიდევ უფრო მეტის გაკეთება. kar.ge მოძრაობა და მე პირადად ამაყი ვარ, რომ ამ საქმეში მცირე წვლილი ჩვენც შეგვაქვს.
ახალი 3 მილიონიანი საპილოტე ინიციატივის მიზანია საქართველოს რეგიონების გააქტიურება და აქ მხოლოდ სოფლის მეურნეობა არ იგულისხმება. აქ საუბარია მთლიანად სოფლის, რეგიონის გააქტიურებაზე, რომ იგი გახდეს ცოცხალი ორგანიზმი, რომელიც ადამიანს ადგილზე დააკავებს არა ჯაჭვით, არამედ ინტერესს გაუჩენს მას ადგილზე თავისი ინიციატივით დარჩეს. ამის მამოძრავებლები უნდა გახდნენ ადგილზე მყოფი ადამიანები. მათ უნდა ადგილზე განავითარონ მცირე ბიზნესი, ადგილიდან მოახდინონ პროდუქტის რეალიზაცია, ადგილზე გააკეთონ სამოქალაქო ინიციატივები და ადგილიდან გადაწვდნენ ქვეყანას და მსოფლიოს. თან საპილოტედ პირველად ეს პროექტი განხორციელდება ლაგოდეხის, ყაზბეგისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტებში. შედეგების მიხედვით კი გადაწყდება მისი გავრცობა.
ქვემოთ მინდა ჩემს მიერ გადაღებული რამოდენიმე სურათი გაგიზიაროთ. დაათვალიერეთ, სრული წარმოდგენა შეგექმნებათ რა მოხდა ადგილზე.