მეფუტკრეობა უძველესი პროფესიაა, რომელიც სათანადო ცოდნასა და უნარებს მოითხოვს. ფუტკარი – სათუთი თემაა. წელიწადში 9 თვე გულმოდგინე მუშაობა გიწევს, უნდა გული და სული ჩადო იმისათვის, რომ რამე უკან ამოიღო და მუდმივად თვალი გეჭიროს მეურნეობაზე, რომ ფუტკარი გაუთვალისწინებელ დაავადებებს გადაარჩინო. ჩვენი რეალობა ისაა, რომ საქართველოში თაფლის წარმოება მეტად დაქსაქსულია, ექსპორტი კი სავალალოდ დაბალი. უამრავი სამუშაოა ამ სფეროში. ამიტომაცაა, რომ ყოველი წარმატებული გამონათება მახარებს.
დღეს წარმოგიდგენთ კოოპერატივს – „ალიონი“, რომელიც აჭარაში, დაბა ხელვაჩაურში მდებარეობს და 6 წევრისგან შედგება. 2014 წლის ნოემბერში კოოპერატივს ევროკავშირის ფინანსური დახმარებითა და UNDP Adjara-ას ხელშეწყობით ახალი შესაძლებლობები გაუჩნდა. ENPARD-ის დახმარებით შეძენილი პოლისტიროლის დადან-ბლატის ტიპის 100 სკა, ფუტკრის სრული ოჯახებით ისევე როგორც თაფლის გამოსახდელი ციბრუტი, მეფუტკრისათვის აუცილებელი ხელსაწყოები და ბიოვეტპრეპარატები დღეს უკვე ამ კოოპერატივის კუთვნილებაა და მათი პროდუქტიულობის ზრდას პირდაპირ უწყობს ხელს.
100+ სკის მფლობელი კოოპერატივი ამ შემოდგომაზე მოწეულ 2 ტონამდე თაფლს, ჩვეულზე ორჯერ მეტს, სწრაფად გაყიდის და განვითარების ახალ დონეზე გავა. ეს ყველაფერი კი შედეგია ENPARD-ის მხარდაჭერისა, რომელმაც სს კოოპერატივს ხელი შეუწყო ჩანაფიქრი განეხორციელებინა და საქმიანობა გაეფართოვებინა.
გამოგიტყდებით … თაფლის მარტო ჭამა ვიცი. თუ თქვენც ჩემსავითა ხართ და თაფლი მოგინდათ აჰა თქვენ კოოპერატივი „ალიონი“-ს თამჯდომარის საკონტაქტო პირი: ავთანდილ ცინცქილაძე – 593343201.