Washington Post-მა სპეციალურ სტატიაში 5 ქართული ღვინო დაასახელა, რომლებიც უნდა გასინჯო. ძალიან საამაყო ფაქტია, როცა ასეთი დონის გამოცემა ყურადღებას გითმობს!
Washington Post-ის რჩეული ხუთეულია:
- ჯაყელი საფერავი 2012 გაუფილტრავი წითელი მშრალი [38 USD] – 14,5 % ალკოჰოლის შემცველი მდიდარი და ინტენსიური ღვინო, რომელიც ბოლომდე აჩვენებს საფერავის, როგორც მაღალხარისხიანი ღვინის პოტენციალს.
- ორგო საფერავი 2013 [22 USD] – 13,5 % ალკოჰოლის შემცველი დამაინტრიგებელი და გემრიელი ქვევრში ფერმენტირებული ღვინო, რომელიც გვთავაზობს ალუბლისა და თამბაქოს ფოთლის არომატებს.
- თელიანი ველი წინანდალი 2013 [13 USD] – 12,5 % ალკოჰოლის შემცველი, უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში ფერმენტირებული და დაძველებული ღვინო ბრწყინვალეა მსუბუქ საკვებთან.
- ორგო ქისი 2013 [23 USD] – 12,5 % ალკოჰოლის შემცველი ღვინო კეთდება კისისგან, ქართული ყურძნის სახეობისგან – ქისი, რომელიც 50 წლამდე ასაკის ვენახში მოჰყავთ.
- ხოხბის ცრემლები რქაწითელი 2013 [20 USD] – 12.25 % ალკოჰოლის შემცველი ქვევრში ფერმენტირებული ღვინო, რომელსაც ხილის არომატი დაჰკრავს.
თითოეული ღვინის უფრო ვრცელი დახასიათება და შესყიდვის წერტილიც იხილეთ ორიგინალურ სტატიაში.