დღეს ფუდმარტში შუადღისას „მოსასულიერებლად“ შესულმა შემთხვევით სნექების დახლზე უცნაური ფერის შეფუთვას მოვკარი თვალი. მივუახლოვდი, ვერ ვიცანი, დავაკვირდი … 3 სხვადასხვა სახის არაქისი იყო, სამივენი ერთ კომპანის. ოღონდ ფასებში იყო არეულობა. მაშინვე ვიკითხე სალაროსთან და აღმოჩნდა, რომ ეს 100 გრამიანი შეფუთვა 1.3 ლარი ღირდა. მოკლედ …
წარმოგიდგენთ შპს „ძველი თბილისი“ის მიერ დაფასოებულ მიწის თხილს სეზამის მარცვლებით. კომპანია თბილისში მდებარეობს, ნადარეიშვილის 4 ნომერში. ეტიკეტზე მითითებული მობილური ტელეფონებია – 592 22 04 00 და 599 38 36 00. ელ. ფოსტა: dzveli.tbilisi@mail.ru
მე გულწრფელად მინდა ეს მცირე სტატია სასარგებლო იყოს პირველ რიგში ამ პროდუქტის მწარმოებლისათვის, ამიტომ პირდაპირ დავწერ შენიშვნებს, და კომპლიმენტებს, რომელთაც იმედია გაითვალისწინებენ:
ე.ი. ჯერ შენიშვნები:
- სადაა უნიკალური სახელი? სადაა ლოგო? სადაა სლოგანი? სადაა ვებსაიტი? სადაა FB გვერდი? ბრენდი არ გაქვთ! ჩათვალეთ, რომ ასე ბაზარზე ვერ დამკვიდრდებით. მე იმიტომ ვიყიდე, რომ „აცრილი“ ვარ ამ საქმეზე, თორემ მომხმარებელი ამ პროდუქტს არ იყიდის. უბრალოდ შეხედეთ შეფუთვას და მიხვდებით. რა უნდა ამ ICE AGE-ის ციყვს შეფუთვაზე? თან თათებში რკო რომ უჭირავს …
- გემო ნამდვილად არ აქვს ისეთი, როგორსაც ველოდი. ოდნავ სიტკბო და მიმწვარის გემო დაჰკრავს. პროდუქტით აღფრთოვანებული არ დავრჩი.
- რაღა დროს mail.ru-ა ამ 21-ე საუკუნის საქართველოში?
- შეფუთვაზე აწერია, რომ 100% ნატურალურიო, ვინ ადასტურებს ამას? დააწერო არ ნიშნავს, რომ მომხმარებელი დაგიჯერებთ? ჩემნაირი მით უმეტეს …
- წონა გიწერიათ ასე: 100გრ ±20 გრ. … ±20 გრამი? ხუმრობთ? 2 ან 5 გრამი რომ იყოს კიდევ ჰო, მაგრამ 20 გრამი?
- პაკეტში სეზამის მარცვლები ბლომად იყო მოშორებული არაქისს და ცალკე ეყარა. ანუ პროდუქტის ხარისხში აშკარა მინუსებია.
დადებითსაც არ დავაკლებ:
- შეფუთვა საკმაოდ მყარია, ანუ დაზიანების ალბათობა პრაქტიკულად არ არის;
- მიუხედავად ბრენდინგში ნაკლოვანებებისა დასაწყისი კარგია და იმედია პროცესში დახვეწთ;
- დახლზე პროდუქტი თვალში ადვილად მომხვდა, ე.ი. ამაზე გიზრუნიათ. ძალიან კარგი;
წარმატებებს გისურვებთ!
იმედი მაქვს სულ მოკლე ხანში საქართველოში წარმოებულ არაქისით და სეზამით გამოუშვებთ პროდუქტს რიგიანი ბრენდინგით!