შეჭამე ბაყაყი – ბრაიან ტრეისის ეს ბესტსელერი ამ ერთი თვის წინ ვიყიდე და ჯერჯერობით გარე ყდა მაქვს მხოლოდ წაკითხული. რა ვქნა, ვერ მოვიცალე … თუმცა რაც ამ ყდაზე წავიკითხე უკვე ვაკეთებ. თუ ჩემს წინაშე ორი ბაყაყია, მათგან უფრო მახინჯს მივირთმევ პირველად. თქვენ წარმოიდგინეთ და სულაც არ მეცინება … და თქვენც გირჩევთ რომ სერიოზულად შეხედოთ ამ თემას.
შეჭამე ბაყაყი – მთელი თვე ვცდილობდი ამ წიგნის შეძენას [13 ლარი ღირს] გლდანის ბიბლუსის მაღაზიაში. რამდენი ავიარე-ჩავიარე სულ დაკეტილი იყო. დილით ადრე ავუვლიდი ხოლმე, საღამოს კიდევ გვიან ჩამოვუვლიდი. რა ვქნა, ასეთი გრაფიკი მაქვს. ის ბედნიერი მომენტი შაბათ დღეს დადგა, როცა ბიბლურის მაღაზიას ორი უშველებელი ბოქლომი ვერ დავუნახე, შევედი და …
შეჭამე ბაყაყი – წარმოებულია საქართველოში! გამომცემლობა პალიტრა L. დაიბეჭდა შპს კოლორში. თარგმნილია ქართულად. შტრიხ კოდი ქართული არ აქვს, მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, რომ ჩვენებურია. ბიბლუსში როგორც მითხრეს ხალხი ყიდულობს ამ წიგნს.
მე გირჩევდით გეჭამათ ბაყაყი. მისი დანიშნულება უფრო შთამაგონებელია, მაგრამ ძალიან პრაქტიკული რჩევებია შიგნით. ისეთი რჩევები, რომლებსაც რეალურად გამოიყენებთ. მე წიგნს იშვიათად ვყიდულობ, მაგრამ ეს გამონაკლისია!
შეჭამე ბაყაყი – პირველი ბესთსელერების სერიიდან, რომელთაც პროექტის – ლურჯი ოკეანე ფარგლებში მედია ჰოლდინგი კვირის პალიტრა კიდევ არაერთხელ შესთავაზებს ქართველ მკითხველს. მოემზადეთ სიახლეებისათვის.